in

„პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც AR გაყიდვების პროცესში სისტემურად დანერგა” — „ალიანსი“

ალიანს ჯგუფმა“ კომპანია Arttteo-სთან კოლაბორაციით, მრავალფუნქციური კომპლექსის, „ალიანს ცენტროპოლისის“ AR მოდელი შექმნა.

„ალიანსის“ CG გუნდმა პროექტის უპირატესობების უკეთესი ვიზუალიზაციისთვის კომპლექსის, სართულისა და აპარტამენტების ვირტუალური მოდელები მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებს მოარგო.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი აპლიკაცია გაყიდვების მენეჯერს საშუალებას აძლევს, ინვესტორს ზუსტად აჩვენოს შენობის მოდელი, აპარტამენტის ადგილმდებარეობა და პროექტის ხედები. აუგმენტური რეალობის დახმარებით, აპარტამენტის ტიპებისა და დიზაინის არჩევა ბევრად უფრო მარტივი ხდება.

როგორც იცით, AR ტექნოლოგია, ანუ აუგმენტური რეალობა, ციფრული ინფორმაციის ინტეგრაციაა მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაში. უშუალოდ „ალიანსის“ პროექტებში კი მასზე დაფუძნებული აპლიკაცია მომხმარებლებს პროექტების გაუმჯობესებულ აღქმასა და ხედვას უზრუნველყოფს. უფრო კონკრეტულად, შესაძლებელი იქნება აპარტამენტის 3D მოდელის ხილვა, აპარტამენტების ვირტუალური მოდელებისა და სართულზე ადგილმდებარეობის დათვალიერება. ამას ასევე ემატება ხედების სხვადასხვა პროექციით აღქმა.

რა უპირატესობები აქვს აუგმენტურ რეალობას?

კვლევების მიხედვით, AR ტექნოლოგიით მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებელს 70%-ით მეტად ამახსოვრდება, ვიდრე სტატიკური ფოტოების ან 2D ვიდეოების ნახვისას. ამას მარტივი მიზეზი აქვს: აუგმენტური რეალობის შემთხვევაში, თავად მომხმარებელი ხდება გამოცდილების მთავარი მოქმედი პირი.

გარდა ამისა, AR ტექნოლოგიების დანერგვა გაყიდვების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინფორმაციულს ხდის. თავის მხრივ, დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ინოვაციური მიდგომები გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს.

[R]

აპექს დეველოპმენტი — გამორჩეული არქიტექტურა თბილისის ცენტრალურ უბნებში

ბუნებრივი შუქით აღსავსე სახლი ფისტრალის ყურის სანაპიროზე