in

ალიანს ჰაილაინი – დედაქალაქის ლენდმარკი

ალიანს ჰაილაინი “ალიანს ჯგუფის” კიდევ ერთი და თბილისის ურბანული ესთეტიკის გამორჩეული ლენდმარკ კომპლექსია, რომელიც დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე, ვაკე-საბურთალოს გასაყარზე მდებარეობს.

საერთო პოდიუმით დაკავშირებულ A და B თაუერებში პროექტი მაღალსეგმენტურ საინვესტიციო აპარტამენტებს, ხოლო C თაუერში თბილისში ექსკლუზიურად წარმოდგენილ Wyndham Grand Residence Tbilisi-ს პირველ ბრენდულ რეზიდენციებს აერთიანებს.

კომპლექსი იმ შთამბეჭდავ მაღლივ შენობა-ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ხედვადობაც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თბილისის სამი უმთავრესი გამზირის არეალიდან არის შენარჩუნებული.

ალიანს ჰაილაინის კონცეფციის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა პროექტის მდებარეობამ.

ვინაიდან კომპლექსი მდებარეობს სამი ძირითადი, მნიშვნელოვანი გამზირის ხედვის არეალში და ხედვის კორიდორში, მნიშვნელოვანი იყო, რომ პროექტი პირველ რიგში, დაგვენახა ასეთი საშუალო და შორი მანძილიდან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იქნებოდა მისი სილუეტი.

ვეცადეთ, რომ ისეთი შენობის სილუეტი შეგვექმნა, რომელიც ესეთ მკაფიო, ცნობად, ურბანულ ორიენტირს შექმნიდა.” – აღნიშნავს ალიანს ჰაილაინის არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე.

არქიტექტორის მიზანი არასტანდარტული განვითარებისა და მრავალფეროვანი გეგმარების პროექტის შემუშავება იყო, რომელშიც სართულთა ფორმების მოდიფიკაციაც იქნებოდა შესაძლებელი:

“მაღლივი შენობები ვერტიკალურად ვითარდება და სართულის ფორმა და კონფიგურაცია როგორც წესი, არ იცვლება და ის ქმნის ერთგვაროვან გეგმარებას.

თუმცა, ჩვენი სურვილი მაინც იყო, რომ შეგვექმნა მრავალფეროვნება – ერთი მხრივ, ეს თავად არჩევანის საშუალებას ზრდიდა და მეორე მხრივ, გვაძლევდა ამ სართულების ფორმების ცვალებადობის საშუალებას.”

აღსანიშნია, რომ კომპლექსის საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი სინათლის მაქსიმალური შენარჩუნებისა და ათვისების მიზნით, სართულთა მოცულობა მინიმალურ ზღვრამდე არის შემცირებული, რაც თითოეული აპარტამენტის, ისევე როგორც შიდა სივრცის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.

ალიანს ჰაილაინის სამივე თაუერი, ადგილობრივი ტერიტორიის განაშენიანების გათვალისწინებითაა დაპროექტებული. კომპლექსის ფორმა ცილინდრულია, რომლის საშუალებითაც თითქმის ყველა ტიპის აპარტამენტიდან ორი მიმართულების ხედი იშლება.

მორიგი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ტერიტორიაზე სიმწვანისა და ეკოლოგიური არეალების შემოტანა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ალიანს ჰაილაინი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ლოკაციაზე მდებარეობს, პროექტის მიწის ნაკვეთის 40%-ზე მეტი რეკრეაციას ეთმობა.

“პროექტირების საწყის ეტაპზე დასახული ძირითადი მიზნები იყო გამოკვეთილი შენობის სილუეტის შექმნა, ასევე, ვრცელი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამასთან მრავალფეროვანი ბინების არჩევანი. ვფიქრობ, რომ პროექტმა უპასუხა ამ მიზნებს და ამის შედეგად მივიღეთ გამოკვეთილი, ცნობადი კომპლექსი, რომელიც, საბოლოო ჯამში, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაც გახდება.” – ამბობს გიორგი ხმალაძე.

ცხოვრების წესად ქცეული არქიტექტურა — ინტერვიუ თენგიზ კვანტალიანთან

Amura – ავეჯის ბრენდი, რომელიც იტალიის უნიკალურ სილამაზეს გადმოგვცემს