სულ რამდენიმე წლის წინ ალუმინის კარ-ფანჯარა პლასტმასისა და ხის ანალოგებზე ნაკლებად პოპულარული იყო, თუმცა დღეს მისი გამოყენებით მრავალფეროვანი დიზაინერული და ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობა არსებობს, რაც ალუმინის კარ-ფანჯარას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ეს არის მსუბუქი, პრაქტიკული და მტკიცე კონსტრუქცია, რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებს და შესაბამისად, დიდი მასშტაბის შემინვაში შეუცვლელია. მისი თვისებებიდან გამომდინარე კი ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ბაზარზე. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე კომპანიას გაგიზიარებთ, რომელიც სახლისთვის შესაბამისი ალუმინის კარ-ფანჯრის დამზადებაში დაგეხმარებათ.