in

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ალუმინის რადიატორი სახლისთვის

ალუმინის რადიატორები თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება საერთაშორისო ბაზარზე. ასეთი რადიატორი ანაცვლებს თუჯისა და ფოლადის მასალას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო. დღეს იმ საკითხებზე ვისაუბრებთ, რაც ამ ტიპის რადიატორების აქტუალობას განაპირობებს.

ალუმინის რადიატორის მახასიათებლები

სინამდვილეში, მასალა, რომლისგანაც მზადდება ალუმინის გათბობის რადიატორები, არ არის სუფთა ალუმინი, რადგან ის არც თუ ისე მყარი მასალაა. ამიტომ წარმოებაში გამოიყენება შენადნობი, რომელიც შესანიშნავად ინარჩუნებს ალუმინის თბოგამტარ თვისებებს.

ჩვეულებრივ, გათბობის რადიატორი შედგება სექციებისგან. თითოეულ მონაკვეთს აქვს დიდი დიამეტრის ორი ჰორიზონტალური არხი და მცირე დიამეტრის ერთი ვერტიკალური არხი. სწორედ ამ არხებიდან გამოდის სითბო და იფანტება მთელს სახლსა და ოთახში.

თუჯის და ფოლადის რადიატორებთან შედარებით, ალუმინის რადიატორებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა:

გამოირჩევა გამძლეობით – ალუმინის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, როდესაც საქმე ეხება რადიატორებს, არის მისი წინააღმდეგობა ჟანგისა და კოროზიის მიმართ. როგორც შენადნობი, ის არ რეაგირებს სხვა მასალასა და ქიმიკატებთან, რის გამოც ერგება ტენიან პირობებსაც კი და მისი გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოსა და აბაზანაშიც.

ეფექტურად გადასცემს სითბოს – ეს არის ალუმინის ფიზიკური თვისებების შედეგი. ზედაპირი სწრაფად თბება და ცივდება, რაც დამატებით ტემპერატურის მარტივად დარეგულირების შესაძლებლობას გვაძლევს.

მსუბუქია – ალუმინი წარმოუდგენლად მსუბუქი მეტალია სხვა ლითონებთან შედარებით. ასეთი რადიატორი იწონის დაახლოებით ოთხჯერ უფრო ცოტას, ვიდრე თუჯის. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მონტაჟის პროცესს და ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებსაც.

უფრო ეკონომიურად მოიხმარს ენერგიას – ალუმინის რადიატორის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის გთავაზობთ განსაკუთრებულ ენერგოეფექტურობას. რადიატორი სწრაფად აღწევს სასურველ ტემპერატურას, შესაბამისად, საჭიროებს ნაკლებ ელექტროენერგიას.

ალუმინი გადამუშავებადი მასალაა – თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამძლე და ფუნქციური, არამედ ეკოლოგიასა და გარემოზე მორგებული პროდუქტის შეძენა. ალუმინის რადიატორების წარმოება ხელს უწყობს დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაცვას და მის გადამუშავებას მხოლოდ ექვსი კვირა სჭირდება. ალუმინის რადიატორის არჩევა ნიშნავს, რომ თქვენ ამცირებთ ჰაერში ნახშირბადის რაოდენობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ალუმინის რადიატორების მრავალფეროვნებაა და ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის საკმაოდ ფართო არჩევანს ვხვდებით “მაქსთერმის” შოურუმში. სასურველი მოდელების დათვალიერება და შეძენა კი მსურველებს თბილისში, ბელიაშვილის #149-ში არსებულ შოურუმში შეუძლიათ.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

UP5 Chair – გაეტანო პეშეს მიერ შექმნილი სავარძლის საკულტო დიზაინი

საინტერესო დიზაინ გადაწყვეტებით შექმნილი შოურუმი კოსტავას ქუჩაზე — სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი