in

ალუმინის ვიტრაჟული ტიხრით შექმნილი განსაკუთრებული გარემო ინტერიერში

ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. ხშირად რემონტის დასრულების შემდეგ ვხვდებით, რომ სივრცის ათვისება კიდევ უფრო ფუნქციურად იყო შესაძლებელი. ზოგიერთ შემთხვევაში კი სახლში დამატებითი, გაუთვალისწინებელი ადგილი ხდება საჭირო, სადაც მყუდრო სამუშაო გარემო უნდა შეიქმნას. ყოფილა ისეთი სიტუაციებიც, როდესაც სტუდიოს ტიპის სამზარეულო და მისაღები თავდაპირველად ტრენდულად მოგვჩვენებია, თუმცა მოგვიანებით პრაქტიკულობის თვალსაზრისით, არჩევანი იზოლიერებულ სამზარეულოზე გაგვიკეთებია.

რემონტს უამრავი ენერგია, ძალისხმევა და ფიქრი სჭირდება. მაშინ, როდესაც ამ არცთუ ისე ხანმოკლე პროცესს ვასრულებთ, ერთადერთი სურვილი, რაც გვაქვს,  მიღებული შედეგით ტკბობაა. თუმცა, თუ ერთიანი სივრცეები დანაკლისის შეგრძნებას გვიტოვებს, არაფერია სანერვიულო. სახლებში ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებდნენ გამჭვირვალე, შუქგამტარი ან შუქგაუმტარი მასალით დამზადებულ ვიტრაჟებს, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, არამედ დეკორატიული დანიშნულებაც ჰქონდა. აღნიშნული პროდუქტი ზონირებისთვის ახლაც ძალიან ხშირად გამოიყენება. თითქოს მარტივი კონსტრუქციითა და ნაწრთობი შუშისგან დამზადებული ტიხარი საკუთარ თავზე ერთობლივად უამრავ “პასუხისმგებლობას” იღებს — სივრცეებს ყოფს, განსხვავებულ, საინტერესო დიზაინს ქმნის, არ აკავებს სინათლეს და ამ თვალსაზრისითაც “უპრეტენზიოა”.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი გამოყენების სიმარტივეა. უძრავი, დაკიდებული ან ე.წ. “ლიანდაგებზე” მოძრავი ვიტრაჟული ტიხარი მოსავლელადაც ძალიან მოსახერხებელია. ერთხელ დამონტაჟებული პროდუქტი მრავალი წლის განმავლობაში ქმნის გაყოფილ, იზოლირებულ და ორიგინალურ ინტერიერს.

დიზაინერებისა და არქიტექტორების საყვარელი პროდუქტის მონტაჟი კომპანია „დიო“-ს მიერ მოკლე ვადაში და მარტივად ხორციელდება. კონსტრუქცია მტკიცეა, პატარა ადგილს იკავებს, მსუბუქია და მკაფიოდ გამოკვეთს ნებისმიერი ინტერიერის დიზაინის ჩანაფიქრს.

დაბოლოს, თუ არემონტებთ საცხოვრებელს ან უბრალოდ გჭირდებათ სახლსა თუ ოფისში დამატებითი, იზოლირებული სივრცეები, არ შეყოვნდეთ და გახსოვდეთ, არსებობს პროდუქტი, რომელიც თქვენს სურვილებს მარტივად უპასუხებს.

[R]

შემოქმედებითი იდეისა და შინაგანი მუხტის ძალით შექმნილი არქიტექტურა — ინტერვიუ მერაბ გუჯეჯიანთან

„MARKET SET“ — ფრანგული ესთეტიკით შექმნილი სანათების როლი ინტერიერის დიზაინში