in

ამანდა საიფრიდის სადა მინიმალიზმით შთაგონებული მყუდრო სახლი ნიუ-იორკში

Banner M2
Banner M2

მსახიობ ამანდა საიფრიდის აპარტამენტი, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, ქალაქის სტილისგან საკმაოდ განსხვავდება. თაღები, ჟალუზები, მინიმალიზმი და სადა დეტალები უფრო მეტად კლასიკურ და ელეგანტურ სტილს ქმნის, ვიდრე მდიდრულსა და ქაოსურს, როგორიც ნიუ-იორკს ახასიათებს. იმის გამო, რომ ამანდა სახლში ყოფნას იშვიათად ახერხებს და ძირითადად ქალაქგარეთ, გადაღებებზე უწევს ყოფნა, მას სურდა მშვიდი და კომფორტული ატმოსფეროს შექმნა, სადაც სამუშაო საათების შემდეგ დასვენებას შეძლებდა.

ინტერიერი მთლიანად ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და სახლში არის ყველაფერი, რაც ამანდას და მის ოჯახს კომფორტულად და მშვიდად ყოფნაში ხელს შეუწყობს. აპარტამენტი მდიდარია დახვეწილი ავეჯით, თანამედროვე ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

მისაღები ნაწილი, სხვა ოთახებთან შედარებით, უფრო გადატვირთულია, თუმცა ფერების კონტრასტი ისეა დაბალანსებული, რომ ერთიანობისა და ჰარმონიის შთაბეჭდილებას ქმნის. სახლს აქვს დიდი ზომის ფანჯრები, საიდანაც ნიუ-იორკის ხედები მოჩანს, ხოლო დამატებითი სიმშვიდის ეფექტისთვის, ამანდას მწვანე მცენარეები აქვს გამოყენებული.

ოთახები ერთმანეთს დერეფნებით უკავშირდება, რომლებიც ასევე მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი და თაღოვანი გადასვლები აქვს. იატაკი ხისაა და სხვადასხვა დიზაინისა და მასალის ხალიჩები ამშვენებს.

სამზარეულო მდიდარია ხის და თეთრი ფერის ავეჯით, ჭურჭლითა და თანამედროვე ტექნიკით, რომლებიც მთლიანობაში სადა და დახვეწილ ინტერიერს ქმნიან.

როგორც საკუთარი, ასევე ბავშვების საძინებელი მშვიდ კრემისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. ბავშვების ოთახი შედარებით მცირე ზომისაა და კედლის ნაწილზე ფერადი შპალერი გვხვდება, რომელსაც ეხამება საუცხოო ჭაღი ჩიტების დეკორაციებით.

რაც შეეხება აბაზანას, ის აღჭურვილია პრემიუმ-ხარისხის ტექნიკით. აბაზანის ერთ ნაწილში კედელზე მდიდრულ კერამიკულ ფილებს ვხვდებით, ხოლო მეორე ნაწილი უფრო სადაა და მასში მხოლოდ თეთრი საღებავია გამოყენებული.

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო მქრქალი შავი ფერის გამოყენებით? – 5 რჩევა

6 ადგილი თბილისში, სადაც გარე სივრცის ელექტრო გამათბობელს შეიძენთ