in

Arhaus – ამერიკული ბრენდი, რომელიც ავეჯს გადამუშავებული მასალით აწარმოებს

Arhaus ამერიკული შეერთებული შტატების საცალო ქსელია, რომელიც აპროექტებს და ქმნის სახლის ავეჯს მისი საცალო მაღაზიებისა და კატალოგების მეშვეობით. კომპანიის სათავო ოფისი ბოსტონ ჰეითსში, ოჰაიოს შტატში მდებარეობს.

ბრენდი 1986 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი ჯეკ რეიდია, რომელიც კომპანიას შვილთან, ჯონ რეიდთან ერთად ჩაუდგა სათავეში. სახელი მომდინარეობს დანიის ქალაქ „ორჰუსიდან“ და გერმანულად სახლს ნიშნავს. ბრენდი ცნობილია მისი ხარისხითა და დიზაინით.

დღეს Arhaus დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი წარმატება დაარსების წლიდანვე შესამჩნევად დიდია.

პირველივე წელს რიდსმა Arhaus-ის გაფართოება მოახერხა და ოთხი მაღაზია შექმნა, რომლებიც კლივლენდისა და აკრონის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

2013 წელს, კომპანიამ, რომელიც Homeworks Inc-ს სახელით იყო ცნობილი, სახელი შეიცვალა და Arhaus-ს შეუერთდა. 2015 წელს ბრენდს უკვე 57 მაღაზია ჰქონდა შეერთებულ შტატებში. 2017 წლის მონაცემებით კი ქსელში 67 მაღაზია ფუნქციონირებდა.

2014 წელს Freeman Spogli Co-ს კერძო ინვესტიციურმა ფირმამ Arthaus-ის მცირე წილი გაურკვეველი ოდენობის თანხით შეიძინა და 2016 წლიდან ბრენდმა თავისი შტაბ-ბინა უოლტონ ჰილზიდან ბოსტონ ჰეითსში გადაიტანა, რომელიც ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს.

კომპანიამ მოახერხა და გახსნა უამრავი სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები და დახლები. 2014 წელს ისინი გასცდნენ ოჰაიოს და გახსნეს პირველი მაღაზიები არიზონასა და კალიფორნიაში. 2017 წელს Arhaus ლუიზიანასა და კანზასშიც გამოჩნდა.

Arhaus ყიდის სახლის ავეჯს და დეკორატიულ ნივთებს, როგორებიცაა დივანი, სასადილო მაგიდა, ჭურჭელი, ხალიჩა, განათება და სხვა.

ბრენდი არ იყენებს ისეთ მასალას, რომელიც დედამიწაზე მცირე რაოდენობითაა დარჩენილი, მაგალითად, ხეების ენდემურ ჯიშებს ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ტყავსა და მათი ბეწვისგან დამზადებულ ძვირადღირებულ ქსოვილებს. კომპანია აცხადებს, რომ მათი პროდუქციის 50% გადამუშავებული მასალისგან არის დამზადებული.

რივერ პარკი – Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი დიღომი #9-ს ტერიტორიაზე

აბაზანის გამწოვი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?