in

უნიკალური „ამოყირავებული“ სახლი ნიდერლანდებში

Banner M2
Banner M2

ნიდერლანდებში მდებარე ეს „ამოყირავებული“ სახლი, რომელიც ულამაზესი ბუნებით არის გარშემორტყმული, რამდენიმე ბინას აერთიანებს. დღეს მათგან ერთ-ერთს ვსტუმრობთ.

შენობაზე არქიტექტორმა რეინ ჰოფსტრამ იმუშავა. მუშაობის პროცესში ის ადგილობრივ ფერმის სახლებს ესტუმრა, საბოლოოდ კი, გადაწყვიტა, ძლიერი ფოლადისა და ბეტონის კონსტრუქციის გამოყენებით, „ამოყირავებული“ სახლი შეექმნა.

რა თქმა უნდა, ასეთ შენობაში ცხოვრებას გარკვეული სირთულეები ახლავს თან. მაგალითად, ბინის კედლები დახრილია. ამ „უხერხულობის“ ფონზე საკმაოდ ჭკვიანურია ღია დაგეგმარების გამოყენება, რომელიც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს.

ბინაში განთავსებულია ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ხის კარადები, რომლებიც სივრცის სრულყოფილად ათვისებას უზრუნველყოფს.

სახლში სხვადასხვა სტილია გამოყენებული: თანამედროვე სტილი სრულიად ბუნებრივად ერწყმის ბოჰოს ელემენტებსა და ფერმისთვის დამახასიათებელ ავეჯს.

მისაღებ ოთახს შეკვეთით დამზადებული, რუსტიკული სტილის კარადა ამშვენებს. ეს ტევადი სათავსო, რომელიც ტელევიზორს ფარავს, ამგვარი შენობისთვის აუცილებელი ელემენტია. სტანდარტულ კარადას აქ ვერ გამოიყენებთ, რადგან კედლები იატაკიდან ჭერამდეა დახრილი.

სახლის ბეტონის იატაკი შეიძლებოდა ზედმეტად ცივი ყოფილიყო, ამიტომ მფლობელებმა, ინტერიერში სითბოსა და განსხვავებული ტექსტურის შემოსატანად, დიდი ხალიჩები გამოიყენეს.

მეპატრონეებმა ასევე დაამატეს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული სამზარეულოს თეთრი კარადები, რომლებსაც ბეტონის ზედაპირები აქვს. მთლიანი სახლის მსგავსად, ამ ოთახშიც შეხვდებით რესტავრირებულ ვინტაჟურ ნივთებს.

სამზარეულოს კარადებთან არსებული კედელი თითქოს ძველი ხის კარისგანაა დამზადებული. ნიჟარის უკანა კედლის ნაწილი კი ყვავილების გამოსახულებიანი ფილებით არის მოპირკეთებული.

სამზარეულოს ხის გასაგორებელი კარის გავლით საძინებელში მოხვდებით. ოთახს ამშვენებს ვინტაჟური სტილის გარდერობი, რომელიც „მდუმარე“ მწვანე ელფერშია გადაწყვეტილი.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – Homeis.ge-ს რჩეული ტონები

12 ადგილი თბილისში, სადაც აბაზანის ნიჟარას შეიძენთ