in

Amura – ავეჯის ბრენდი, რომელიც იტალიის უნიკალურ სილამაზეს გადმოგვცემს

იტალიური დიზაინის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა მაშინ, როდესაც ალტამურაში ბრენდი Amura დაარსდა. ის მომხმარებელს ინოვაციებისა და დიზაინის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობდა. ბრენდის ფესვები სათავეს იღებს ალტამურას მხატვრული და კულტურული მემკვიდრეობის ნიადაგში, სადაც უკვე არსებობდა ოსტატობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და სილამაზისა და ფუნქციურობის ღრმა პრინციპები. ამ ყველაფრით შთაგონებულმა დიზაინერებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ სტუდია, რომელიც ტრადიციებს უახლოეს ტექნოლოგიებთან დააკავშირებდა.

Amura-ს, როგორც პატარა სახელოსნოს ისტორია, რომელიც ალტამურას ისტორიულ ცენტრში მდებარეობდა, მალევე შეიცვალა, როდესაც მან მოიპოვა აღიარება თამამი ხედვისა და იდეების დამსახურებით. სახელოსნო ყოველდღიურად მიიწევდა წინ, გასცდა იტალიის საზღვრებს და გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

სტუდია განაგრძობდა განვითარებასა და ზრდას და ასევე იზრდებოდა მისი რეპუტაციაც. ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა ჯილდოები და ერთგული მომხმარებლები, რამაც დაადასტურა Amura-ს, როგორც ლიდერის პოზიცია დიზაინის სფეროში. მიუხედავად ამისა, ბრენდი დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, განაგრძო ტრადიციებისადმი პატივისცემა და ინოვაციებისკენ სწრაფვა.

მომდევნო წლებში Amura-ს პორტფოლიო გაფართოვდა და მოიცვა ნამუშევრების მრავალფეროვნება, დაწყებული არქიტექტურული პროექტებიდან, დამთავრებული ავეჯის სხვადასხვა მოდელებით. თითოეულ მოდელს ახასიათებდა გამორჩეული სტილის წარუშლელი ნიშნები – ტრადიციისა და ინოვაციების, ოსტატობისა და ტექნოლოგიის უწყვეტი შერწყმა. ამას გარდა, Amura-ს ახასიათებს დეტალებისადმი ყურადღება და ესთეტიკის მკვეთრი გრძნობა. იქნება ეს მოდერნისტული იდეები თუ ციფრული ნიმუშები, წარმოებული პროდუქტი ყოველთვის გამოირჩევა და შთააგონებს მომხმარებელს.

ალტამურას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოსნობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიდან მიღებული შთაგონებით, Amura-ს გუნდი პროდუქტს ავთენტურობისა და ისტორიის გრძნობით ქმნის, თუმცა არცერთი მათგანი არ არის შებოჭილი წარსულით. სამაგიეროდ, პროდუქტის ავტორები ითვისებენ ციფრული წარმოების უახლოეს მიღწევებს, მათ შორის 3D დიზაინს, რათა მარტივად გააცოცხლონ თავიანთი თამამი ხედვები.

დღევანდელ სამყაროში საკმარისი აღარ არის მხოლოდ ფუნქციური სივრცეების შექმნა, ჩვენი მისიაა შევქმნათ ინტერიერი, რომელიც აძლიერებს გრძნობებს და წარმოქმნის რეალურ ემოციებს“, – ასეთია ბრენდის ხედვა.

Amura-ს ფართო და მრავალმხრივ კოლექციაში ვხვდებით დივნების, სავარძლებისა და სხვა ინტერიერის მოსაწყობად საჭირო პროდუქტების მრავალფეროვნებას. ბრენდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ დიზაინერებთან, როგორებიც არიან: Anton Cristell, Elisabetta Furin, Emanuel Gargano, Rosaria Copeta და სხვები.

განსაკუთრებით საინტერესოა ბრენდის მიერ წარმოებული დივნების მოდელები. მათ შორის Emanuel Gargano-ს მიერ შექმნილი PANO, რომელიც ძალიან უხდება ნებისმიერი სტილის ინტერიერს.

ამავე კოლექციაში ვხვდებით Lucy Kurrein-ის მიერ შექმნილ დახვეწილ და გამორჩეულ დივანს, რომელიც ISOLA-ს სახელით არის ცნობილი.

Stefano Bigi-ს მიერ შექმნილი სავარძელი Wazaa ავსებს სივრცეს არატრადიციული და მრავალფეროვანი გარეგნობით.

გარდა დივნებისა, ბრენდის კატალოგში გამორჩეულ ადგილს იკავებს Quaglio & Simonelli-ის სკამი, რომელიც წარმოადგენს კლასიკური მილისებური ლითონის ახლებურ სიცოცხლეს.

აქვეა Armchair Noa, რომელიც მისი სადა და კომფორტული თვისებების წყალობით, უმალვე ახერხებს მნახველთა ყურადღების მიპყრობას.

ბრენდის ყოველი ახალი პროექტი ხელახლა ადასტურებს Amura-ს სიყვარულსა და ერთგულებას დიზაინის, გამოწვევების, სტილისა და მოულოდნელი მეთოდების მიმართ. ამას გარდა, ბრენდი ერთგულია მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების მიმართ. ის პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს პროექტების მინიმალურ გავლენას პლანეტაზე.

მსოფლიოში, რომელიც შედგება კულტურისგან, ტრადიციებისგან, დაბინძურებისა და უწყვეტი ინოვაციებისგან, Amura-ს სურს, იყოს “იტალიაში დამზადებული” ავეჯის ბრენდი, რომელიც თავისთავად ატარებს სამხრეთ იტალიის ძლიერ და უნიკალურ სილამაზეს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დიზაინერების, არქიტექტორებს, მხატვრებსა და ხელოსნებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმებს. ამ მიზეზით, Amura-ს გუნდი მუდმივად ამყარებს კავშირებს ხელოვნებასთან და ხელოვანებთან.

ალიანს ჰაილაინი – დედაქალაქის ლენდმარკი

“მოცეკვავე სახლი” ჩეხეთში – ფრენკ გერისა და ვლადო მილუნიჩის პროექტი