in

ანმერ ჰოლი, ჰერცოგ და ჰერცოგინია კემბრიჯელების ქალაქგარე სახლი ნორფოლკში

Banner M2
Banner M2

ნორფოლკში მდებარე ჰერცოგ და ჰერცოგინია კემბრიჯელების სახლი ერთ-ერთი ულამაზესია ინგლისში, რომელიც ბენ პენტრიტის ინტერიერით იწონებს თავს. თუ თქვენ კარანტინში უნდა გაატაროთ დღეები, ამაზე საუკეთესო ადგილს ვერ იპოვით. რომელსაც უზადო ინტერიერი და ვრცელი ტერიტორიები აკრავს.

სახლი ნორფოლკის სოფელ ანმერში მდებარეობს, დედოფლის სასახლიდან დაახლოებით 3,2 კილომეტრში. 10 საძინებლიანი გეორგიანული სასახლე 1802 წელს აშენდა და დედოფალმა საქორწინე საჩუქრის სახით უილიამს და კეიტს გადასცა.

სახლს 1,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების რემონტი ჩაუტარდა. ბიუჯეტი, მთლიან რემონტთან ერთად ასევე ახალ სახურავს, სამზარეულოს და ზამთრის ბაღს მოიცავდა.

სტრუქტურულ ცვლილებებზე არქიტექტორი ჩარლზ მორისი მუშაობდა, ინტერიერის ავტორი კი ბენ პენტრიტია, რომელიც პრინც ჩარლზის კუთვნილი სხვა სახლების ინტერიერზეც იყო პასუხისმგებელი.

ბენი სპეციალიზებულია თანამედროვე ქალაქგარე სახლების ინტერიერზე. როგორც ამბობენ, ის „ინგლისური დეკორის ენით საუბრობს, მთელი მისი ექსცენტრიულობით, მოხერხებულობითა და გაცვეთილი სილამაზით”.

არ უნდა გაგიკვირდეთ თუ „Ikea“-სა და „Ebay“-ზე შეძენილ ნივთებს ივან ხიტჩენსის ნაკეთობების გვერდით შენიშნავთ.

ბენი საკუთარ სტილს ასე ახასიათებს: “მე მომწონს უბრალო ოთახები, სადაც ინტერიერის დიზაინი არ ყვირის“. ჩვენ ისეთ სახლებს ვქმნით, რომლებიც დროს უძლებს და მეპატრონეების ხასიათს ირეკლავს”.

ოთახების გაფორმებაზე იდეების ეკლექტური სპექტრი მოქმედებს, რომელშიც საკუთარი მიზნისა და ენერგიის მოქმედება იგრძნობა.

PLEASE WAIT to be SEATED – ორიგინალური სტილის მქონე დიზაინის “თავაზიანი” ბრენდი

სახლი ტაბახმელაში საუცხოო ხედით – თაკო ფიჩხაიას ინტერიერი