in

ანთრომორფული ავეჯი ავანგარდული ინტერიერისთვის

Banner M2
Banner M2

დიზაინერი ბარბარა ჟილინსკაიტე (Barbora Žilinskaite) უჩვეულო ანთრომორფული ობიექტებს ქმნის, რომლებიც კლეეს (Paul Klee) და მიროს (Joan Miró) შემოქმედებითაა შთაგონებული.

ბარბარა ჟილინსკაიტე (Barbora Žilinskaite) წარმოშობით ლიტვიდანაა, მაგრამ ბრიუსელში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი აკადემიური განათლების მიუხედავად (მან ვილნიუსში ხელოვნების აკადემია დაამთავრა), ის სავსებით არააკადემიურ ობიექტებს ქმნის – ავეჯს ანთრომორფული ელემენტებით, რომელიც უფრო ავანგარდისტი მხატვრების სკულპტურებს მოგვაგონებს ვიდრე ინტერიერის ჩვეულებრივ საგნებს.

ბარბარას სადებიუტო კოლექციაში მაგიდა-სახე, ჟურნალის მაგიდა-ფეხი და ხელის ფორმის წიგნების სადები შევიდა.

„გარკვეული დროის შემდეგ, ანთრომორფული ობიექტები უფრო ახლო და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ხდება მფლობელისთვის“ – თვლის დიზაინერი. “ისინი ერთობ უცნაურ ატმოსფეროს ქმნიან და დროთა განმავლობაში შენ მათ როგორც სულიერს, ისე აღიქვამ. თითქოს ოთახში შენი მეზობელი, მეგობარი ან შინაური ცხოველია“

როგორც თავად ბარბარა ამბობს, მასზე, როგორც დიზაინერზე, დიდი ზეგავლენა ვალენტინ ლელმანმა (Valentin Loellmann) მოახდინა. „მან ჩემთვის ის გახსნა, რასაც ვეძებდი, ახალი სკულპტურების შექმნისთვის შთაგონება მომცა. თუმცა მე დრო დამჭირდა, რათა მათი კეთება დამეწყო. აკადემიის დასრულების შემდგომ მე მასალებით ექსპერიმენტირება დავიწყე“- ამბობს დიზაინერი.

„Roommates“-ის კოლექციის ნაკეთობები ხის მტვრის, პიგმენტებისა და ხის წებოს ნარევისგანაა დამზადებული – მასალა, რომელიც ბარბარამ მისი ნათელ ფერებთან ექსპერიმენტირებისა და სხვადასხვა ორგანული ფორმების გამოძერწვის შესაძლებლობის გამო აირჩია.

როგორ გავაფორმოთ კედლები ნახატებით – Homeis.ge გირჩევთ

“Arch.Lab”-ის დაპროექტებული სახლი ინდოეთში