ბარსელონას გულში, გრასიას უბნის მახლობლად, ანტიკვარიატის მოყვარულმა კერინა კაზანოვასმა მოახერხა, ძველმოდური და ბოჰემური სტილის შერწყმით შეექმნა სახლი, რომელსაც ორნაირი – სოფლის და ქალაქის აურა სდევს თან.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზუსტად ისეთი სახლია, როგორიც 2000-იანებში გადაღებულ ფილმებში გვინახავს. აქ ვხვდებით როგორც თანამედროვე, ისე – ვინტაჟურ ელემენტებს.
სახლის ძირითადი ფერი თეთრია. ამ სისადავის შესავსებად სახლის მფლობელმა ფერადი, მხიარული ავეჯის გამოყენება განიზრახა. თუმცა, მგონი რომ, არათუ შეავსო, არამედ სახლი მათ სიჭარბესაც კი განიცდის. დიახ, ამ სახლში თავისუფალი სივრცე რთულად მოიძებნება.
კერინა კაზანოვასის სახლი გაწყობილია ხის ავეჯით, აბაზანასა და სამზარეულოს იატაკისთვის გამოყენებულია ჭრელი ფილები. სახლს ამშვენებს ბუხარი და უამრავი წიგნი. მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სახლი სიმყუდროვის განსახიერებაა.