in

ანტიკვარული ნივთები ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ

როგორ მოვარგოთ ანტიკვარიატი თანამედროვე ინტერიერს და რითი უნდა ვიხემძღვანელოთ ძველი ნივთების არჩევის დროს. დღეს დამწყები კოლექციონერებისთვის რამდენიმე რჩევა გვინდა გაგიზიაროთ.

მოახდინეთ რამდენიმე ეპოქის კომბინირება

იმისთვის, რომ სახლი ისტორიული ფილმის ან მუზეუმის დეკორაციას არ დაემსგავსოს, სხვადასხვა პერიოდების ნივთები შეათავსეთ. მე-17 საუკუნის მაგიდა მე-20 საუკუნის სავარძლებს ან ულტრათანამედროვე სკამებსაც კი შეგვიძლია „დავუმეგობროთ“.

არჩევისას გულს უსმინეთ

ანტიკვარიატის შეძენა კარგი კაპიტალდაბანდებაა, თუმცა არ ღირს მხოლოდ ცივი გაანგარიშებით მოქმედება. ისეთი ნივთები შეარჩიეთ, რომელიც გულით მოგეწონათ. თუ თქვენ, მაგალითისთვის, ონლაინ მაღაზიაში ძველ „ბუფეტს“ ეძებთ, შეძენამდე ის ცოცხლად დაათვალიერეთ. ასე ნივთისა და მისი ისტორიის შესახებ გაცილებით მეტს შეიტყობთ.

შეეცადეთ დაინახოთ ნივთის პოტენციალი 

ძველი ნივთების ფასი მის ინდივიდუალურობასა და მდიდარ წარსულშია. ეძებეთ სახასიათო და საინტერესო ისტორიის მქონე საგნები, რომლის შესახებაც მოყოლას შეძლებთ.

რესტავრაცია

ეს რჩევა წინა პუნქტთან პირდაპირაა დაკავშირებული. შეეცადეთ, რესტავრაციის პროცესში ნივთის რაც შეიძლება მეტი ორიგინალი დეტალი ხელშეუხებელი დატოვოთ. ახალი გადასაკრავის არჩევის დროს სხვა მასალების ელფერები და ინტერიერის ფერთა პალიტრა გაითვალისწინეთ.

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი – რამდენიმე ვარიანტი ინსპირაციისთვის

რა მასალების გამოყენებაა შესაძლებელი აბაზანაში ფილის გარდა