in

აქსელ ვერვურდტი – ვარსკვლავების ფავორიტი ინტერიერის დიზაინერი

აქსელ ვერვურდტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მაღალანაზღაურებადი, და პოპულარული ინტერიერის დიზაინერია, რომელიც Architectural Digest-ის Hall of Fame-ში საპატიო ადგილს იკავებს. ვერვურდტი წარმოშობით ბელგიიდანაა – ის 1947 წელს დაიბადა ანტვერპენში და სწორედ ბელგიაში გადადგა პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში. მისი პირველი დიდი პროექტი 1969 წელს მე-16 საუკუნის სახლების შეძენა და მათი რესტავრირება იყო, რამაც დიზაინის ბიზნესით დააინტერესა.

Axel Vervoordt Takes Us Through His Treasured Family Photographs | Architectural Digest
აქსელ ვერვურდტი

1970-80-იან წლებში ვერვურდტი ხელოვნების ანტიკური ნიმუშების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და სწორედ ამ საქმიანობით გაითქვა სახელი. 1984 წელს მან ჩინური, მინგის დინასტიის დროს დამზადებული ლურჯ-თეთრი ფაიფურის 7400 ეგზემპლარი შეიძინა და პარიზის ანტიკვარების ბიენალეზე წარადგინა. ამავე წელს მან შეიძინა ანტვერპენთან ახლოს მდებარე, შუა საუკუნეებში აგებული სასახლე  Kasteel van ‘s-Gravenwezel, სადაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. სასახლის მაგიური ექსტერიერ-ინტერიერი, რომლის განახლებაც ვერვურდტმა საკუთარ თავზე აიღო, მალევე გახდა პოპულარული და დააინტერესა მსოფლიო ინტერიერის დიზაინერთა და არქიტექტორთა წრეები – ამ დროს ის პირველად დაიბეჭდა ყველაზე გავლენიან არქიტექტურულ ჟურნალში Architectural Digest

Kasteel van 's Gravenwezel SCHILDE foto

kasteel, 's-Gravenwezel | Mapio.net
Kasteel van ‘s-Gravenwezel

1999 წელს დიზაინერმა შეიძინა მე-19 საუკუნის სადისტილაციო კომპლექსი, რომელსაც აქსელ ვერვდუდტის კომპანია ეწოდა და სადაც უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2007 წელს მან ვენეციის ბიენალესთან თანამშრომლობით მოაწყო გამოფენა, რომელსაც ერქვა Artempo : Where Time Becomes Art. 2011 წელს ვერვურდტმა საკუთარი ხელოვნების გალერეა დააარსა ანტვერპში, 2014 წელს კი ჰონგ კონგში.

Artempo. Where time becomes art | Möbeldesign, Kleinmöbel, Inneneinrichtung

Artempo. Where time becomes art | Architektur, Raumdesign, Innendesign

Artempo. Where time becomes art | Fortuny interiors, Interior, Axel vervoordt
Artempo : Where Time Becomes Art

ხელოვნების სფეროში ამხელა ღვაწლის მიუხედავად, ბევრის აზრით აქსელ ვერვურდტის ნამდვილი გენია მის მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინებში გამოიხატება. დიზაინერს სწამს, რომ სახლი უნდა იყოს მისი მეპატრონის სულის ვიზუალიზაცია – ის უნდა გამოხატავდეს იმ ცხოვრებას, რომელიც გვსურს, რომ გვქონდეს, იდეებს, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს გემოვნებას, პერსპექტივას და მსოფლიოსთან კავშირს. სწორედ ამიტომ, მის მიერ შექმნილი ყოველი პროექტი ინდივიდუალური და უნიკალურია, თუმცა მათ შორის ერთი მსგავსება შეინიშნება – ყოველი მათგანი ძალიან ძვირადღირებული და ფუფუნებით აღსავსეა.

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 2

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 14

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 3

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 4

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 5

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 7

Greenwich Hotel's Penthouse owned by Robert De Niro 11
აქსელ ვერვურდტის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი რობერტ დე ნიროს სახლისთვის

ვერვურდტის კლიენტებს შორის შედიან მსოფლიოს სხვადასხვა სამეფო ოჯახების წევრები, როკ ვარსკვლავები, ფინანსისტები, ტექნოლოგიის ინოვატორები, ხელოვანები… დიზაინერმა იმუშავა ისეთი ცნობილი ადამიანების სახლებზე, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო, ქანიე უესტი, კიმ კარდაშიანი, ბილ გეიტსი, სტინგი, კელვინ კლაინი და ა.შ. მისი მეტაფიზიკური სტილი მნახველებს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის სივრცეები, რომლებზეც მან იმუშავა, არა ადამიანების მიერ შექმნილი, უბრალოდ ნაპოვნია. სხვადასხვა მასალის დაუმუშავებლად დატოვება, ბუნების ელემენტების ინტერიერში შეტანა, ლანდშაფტის არქიტექტურის დეტალური დამუშავება – ეს ის შტრიხებია, რომელიც ბელგიელი დიზაინერის ფილოსოფიაში მნიშვნელოვან როლებს ასრულებს.

აქსელ ვერვურდტის მიერ შექმნილი დიზაინი კელვინ კლაინისთვის

აქსელ ვერვურდტის ნამუშევრების სიტყვებით დეტალურად აღწერა რთულია, ვინაიდან ის ვიზუალური ოსტატია, ამიტომ შესაფასებლად წარმოგიდგენთ მის რამდენიმე საკულტო ნამუშევარს :

a garden outside a window

a corridor with arches

a white living room with a fireplace

white round vases on a stone kitchen island

White chair and wooden Coffee Table

a long wooden table with two chairs

a hallway with two chairs
აქსელ ვერვურდტის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესტის სახლისთვის

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 48

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 42

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 37

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 38
აქსელ ვერვურდტის მიერ შექმნილი სასტუმრო ოთახები

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 46

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 26

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 7
აქსელ ვერვურდტის მიერ შექმნილი სასადილო ოთახები

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 18

Top Interior Designers | Axel Vervoordt axel vervoordt Top Interior Designers | Axel Vervoordt Best interior designers top interior designer axel vervoordt 19
აქსელ ვერვურდტის მიერ შექმნილი სააბაზანო ოთახები

Axel Vervoordt Gallery | MasterArt

Axel Vervoordt | Art in Aberdeen, Hong Kong

Vision — Axel Vervoordt

Exhibitions — Axel Vervoordt

Ryuji Tanaka, Axel Vervoordt Gallery Hong Kong — Axel Vervoordt
აქსელ ვერვურდტის გალერეა ჰონგ კონგში

“შნო” – ლითონისა და ხის ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი

ხის სახლი კოსტა რიკაში – Olson Kundig-ის მაგიური პროექტი