თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ბინაში მაქსიმალურად კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებაა შესაძლებელი. თუმცა, უხარისხო მასალისგან და არაკვალიფიციური მონტაჟისგან მაინც არ ვართ დაზღვეული. სწორედ ამიტომ, დღეს იმ 3 მნიშვნელოვან პრობლემაზე გვსურს საუბარი, რასაც არასწორად დამონტაჟებული ფანჯრები იწვევს.
პრობლემა #1: გარედან შემომავალი ხმაური.
მნიშვნელოვანია, სურვილის შემთხვევაში, გარე სამყაროდან შემოჭრილი ხმაურის შეკავების საშუალება გვქონდეს. დახურულ ფანჯრებში გარედან შემოჭრილი მუდმივი ხმაური სიმყუდროვეს გვირღვევს. მიზეზი კვლავ უხარისხო ფანჯარა ან არასწორი ინსტალაცია შეიძლება იყოს.
როგორ მოვაგვაროთ:
თუ დარეგულირების მეშვეობით ხმა (განსაკუთრებით ქარის დროს) კომფორტულამდე მაინც არ შემცირდა, ვამოწმებთ ჩახურვის ელემენტებს (საიზოლაციო რეზინებს ჩარჩოს ირგვლივ). ისინი არ უნდა იყოს გაუხეშებული, შესაძლებელი უნდა იყოს მათი მოხსნა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და გადაბმის ადგილებში, განსაკუთრებით ჩარჩოს კუთხეებში, არ უნდა იყოს უხეში კვანძი. ეს ფანჯრის ზედაპირის ჰერმეტულ დახურვას ხელს უშლის.
პრობლემა #2: დახურული ფანჯრის შემთხვევაში ქარის დროს მოფრიალე ფარდა.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია სამი მიზეზი არსებობდეს:
- დაურეგულირებელი ფანჯარა;
- უხარისხო ან დაძველებული ჩახურვის ელემენტები (საიზოლაციო რეზინები);
- ფანჯრის დაბრეცილი მასალა (უხარისხობის გამო დაკარგული პირვანდელი გეომეტრიული ფორმები).
როგორ მოვაგვაროთ:
ამ შემთხვევაშიც პირველ რიგში ფანჯრების რეგულირებას ვცდილობთ, შემდგომ ჩახურვის ელემენტების გამოცვლას და ბოლოს მთლიანად ფანჯრის უფრო ხარისიხიანიდ შეცვლას. თუმცა თუ პრობლემა მხოლოდ ქარია, დარაბების დამატებაც შეგიძლიათ განიხილოთ.
პრობლემა #3: კონდენსატი
სისველე ფანჯრის ზედაპირზე ოთახის ჰაერისა და ფანჯრის ზედაპირის ტემპერატურების ზედმეტი კონტრასტულობის პირდაპირი მანიშნებელია.
როგორ მოვაგვაროთ:
ამ შემთხვევაში არსებობს ორი გამოსავალი:
- ხშირად გაანიავოთ ოთახი (რაც ზამთარში ერთგვარი დისკომფორტია);
- გააუმჯობესოთ მინა-პაკეტის ხარისხი.
საქართველოს კლიმატის პირობებში ხარისხიანი, ერთსაკნიანი და 5 მმ-იანი მინაპაკეტი სავსებით საკმარისია. თუმცა, უფრო ცივ ადგილებში ორსაკნიანი უსათუოდ მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას.
გახსოვდეთ, ხარისხიანი ფანჯრები და კვალიფიციური ინსტალაცია კომფორტისა და შემცირებული ხარჯების პირდაპირპროპორციულია.