in

11 ოქტომბერს „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა

თბილისის მე-17 საერთაშორისო კონკურსის — „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საზეიმო დაჯილდოება 11 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუს“ საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა. საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება, „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა“ და ჟურნალ STYLE-ს ორგანიზებით ტარდება. კონკურსი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ერთმანეთთან დაახლოებასა და ფართო საზოგადოებისთვის მათი ნამუშევრების გაცნობას ისახავს მიზნად. „არქიტექტორული პრემია“ მკაფიოდ ასახავს არქიტექტურაში მომხდარ ყველა უახლეს აქტუალურ მოვლენას და არაერთი შემოქმედის საერთაშორისო აღიარებასა და წარმატებას განაპირობებს.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები, დიზაინერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან.

წელს კონკურსზე  განიხილებოდა 180-მდე არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი და დიზაინერული ნამუშევარი, რომელთაც  პროფესიული ჟიური არჩევდა და 10 ბალიანი სისტემით აფასებდა. ამასთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე ­— www. archiaward.com-ზე, სადაც საკონკურსო ობიექტები იყო განთავსებული, საზოგადოების თითოეულ წევრსაც შეეძლო 10 ბალიანი სისტემით ნამუშევრების შეფასება.

საერთაშორისო კონკურსზე – რეალიზებული, სარეალიზაციო და სტუდენტური ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით გადანაწილდა:

  1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  3. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  4. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  5. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  6. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  7. ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
  8. არქიტექტურული პროექტი
  9. ქალაქგეგმარებითი პროექტი
  10. საუკეთესო სტუდენტური პროექტი
  11. ავეჯის დიზაინი (რეალიზებული)

წელს, „არქიტექტურულ პრემია 2023“-ს ახალი ნომინაცია — „ავეჯის დიზაინი“ დაემატა, რაც კონკურსისთვის სიახლე იყო. ორი ნომინაცია — მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი/კომპლექსი და ლანდშაფტის არქიტექტურა კი ღონისძიების წესების თანახმად, არ განხილულა, რადგან ამ კატეგორიებში 3-ზე ნაკლები საკონკურსო ნამუშევარი დაფიქსირდა.

თითოეული პროექტი ისეთი კრიტერიუმებით შეფასდა, როგორიცაა ფორმა, ფუნქცია, ინოვაცია, კონცეპტუალურობა და რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია). ყველა  ნომინაციაში  3-4 საკონკურსო ნამუშევარს მიენიჭა უპირატესობა, რომელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო ნომინანტია. გამარჯვებულთა ვინაობა საზეიმო ცერემონიალის დროს გახდა ცნობილი. ღონისძიებას   არქიტექტორები, დიზაინერები და ამ სფეროში მოღვაწე პირები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კონკურის ორგანიზატორებმა — დიმიტრი მოსულიშვილმა და ნინო ლაღიძემ, გამარჯვებულები კი არაერთი პრიზით დაჯილდოვდნენ.

 

„არქიტექტურულ პრემია 2023“ წლის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

ნომინაცია “ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი”

  • Winter House ­– Ardielli Fornasa Associati (იტალია) – საუკეთესო ნომინანტი
  • Villa T ­— Ardielli Fornasa Associati (იტალია)
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საგურამოში — ირაკლი ქამუშაძე, ირმა ქამუშაძე
  • სახლი ლეგო — ზურაბ დვალიშვილი
Winter House

ნომინაცია “საცხოვრებელი ინტერიერი”

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი კიკეთში

ნომინაცია “საზოგადოებრივი შენობა”    

  • კომპლექსი — მიშა ბალიაშვილი, ანა ნაცვლიშვილი  —საუკეთესო ნომინანტი
  • კაფე-რესტორანი შერხოტა — ნინო ახვლედიანი, მამუკა ჟაოშვილი
  • შატო ასკანა — მარიკა ქურთიშვილი
კომპლექსი

ნომინაცია “საზოგადოებრივი ინტერიერი”

ქლინარტი. ინდუსტრიული დიზაინი ინტერიერში

ნომინაცია “რეკონსტრუქციარესტავრაცია” 

  • სასტუმრო ძველ თბილისში — ირინა საბაშვილი, შოთა გელაშვილი —საუკეთესო ნომინანტი
  • სასტუმრო თბილისის ისტორიულ უნაბში — გოჩა ბზეკალავა
  • სასტუმრო ლურჯი აივანი — გიორგი როსტიაშვილი, გრიგოლ სალიაშვილი. მაია მამარდაშვილი
სასტუმრო ძველ თბილისში 

ნომინაცია “სტუდენტური პროექტი”

  • საკვლევი ბაზა მთვარეზე — ვანო გვენცაძე, ნინა ავდალიანი — საუკეთესო ნომინანტი
  • ესთეტიკის მუზეუმი — ლუკა ჯალაღონია
  • საერთაშორისო საზღვაო სადგური ბათუმში — ბექა ჯინჭარაძე
  • მოხუცთა თავშესაფარი — გოგიტა მეგრელიშვილი
საკვლევი ბაზა მთვარეზე

ნომინაცია “არქიტექტურული პროექტი”

  • 22 ND ROOM OFFICE — გიორგი დალალიშვილი — საუკეთესო ნომინანტი
  • კერამიკული კომბინატი — მარიამ გვაზავა, ანა გრიგოლია (Material Editors)
  • ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ლისის ტბის მიმდებარედ – ქეთი კვიციანი („ეიდი სტუდო“)
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ნიუ-იორკში — ლუკა კაციაშვილი
22 ND ROOM OFFICE

ნომინაცია “ქალაქგეგმარებითი პროექტი” 

 

დაბა ბაკურიანში

ნომინაცია “ავეჯის დიზაინი”

  • Take a seat, We are starting — ნინი ჭანტურია (NS Studio Production) — საუკეთესო ნომინანტი
  • ჩემი პორტალის სარკე ­— რუსუდან თუმანიშვილი
  • მაგიდა „მოზაიკსი“ — ლადო ბერიძე
Take a seat, We are starting

საზოგადოებრივი აზრი

ავტორი: მეკო მეტრეველი

10 ადგილი თბილისში, სადაც ჰელოუინისთვის აქსესუარებს შეიძენთ

ანუსკა ჰემპელი – 81 წლის ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც კარიერა მსახიობობით დაიწყო