in

არეულობის გამომწვევი 5 მთავარი მიზეზი და მათთან გამკლავების ხერხები

რა გვიქმნის სახლში პრობლემას იმისათვის, რომ სრულ ჰარმონიას მივაღწიოთ? გამოკითხვების თანახმად, საზოგადოების უმეტესობისთვის ამ პრობლემის წარმომშობი მიზეზი ტანსაცმელია, საკმაოდ დიდი ნაწილისთვის კი ბავშვის სათამაშოები და საკვები პროდუქტები.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება, სახლში არეულობა წარმოქმნას და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან.

სამოსი

მოცემულ ფოტოზე პატარა კარადა ამგვარადაა გარდაქმნილი – სიმაღლეზე ექვსი თაროა დაამაგრებული, სიგანეზე კი სათავსო სამ ნაწილადაა გაყოფილი. თაროები ნაკლებმასშტაბურ ნივთებს უკავია – როგორებიცაა: ფეხსაცმელები, კალათები და სხვადასხვა წვრილი ობიექტი. სათავსოს ორ დიდ განყოფილებაში კი კაბები, პერანგები და ზედებია მოთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე სივრცის ძალიან ჭკვიანური განაწილებაა. ამიტომ, შეგიძლიათ, თქვენი ტანსაცმლისთვის სათავსო მსგავსად გადააკეთოთ და არეულობა წარსულში დატოვოთ.

სათამაშოები

თეთრი, ერთნაირი, მცირე ზომის კალათები ძალიან ორიგინალური და მისაღები ფორმაა სათამაშოების შესანახად. ერთი შეხედვით, შეიძლება, ვერც ვერავინ იფიქროს, რომ ისინი სათავსოებია – თანაც, ინტერიერს ძალიან უხდება.

საკვები პროდუქტები

ბევრი ადამიანი თვლის, რომ საკვები პროდუქტების ზედმეტი მარაგი სამზარეულოში ყველაზე დიდი შეცდომაა. ხშირად სწორედ ეს ზედმეტი პროდუქტი ქმნის არეულობას. ამიტომ, შეეცადეთ მხოლოდ კონკრეტული მომენტისთვის საჭირო სურსათი შეიძინოთ. ასევე, ყოველ საღამოს შეიხედეთთ მაცივარში და გადაამოწმეთ, რაიმე ხომ არ არის გადასაგდები. ამ გზით, თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ, რა გაქვთ და – რამდენი.

ჭურჭელი

თეფშები და თასები მოათავსეთ ღრმა უჯრაში. ჩამონტაჟებული სამაგრები უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი ჭურჭელი არსად “გაიქცევა” და არ დაზიანდება მაშინ, როცა უჯრა გაიღება.

საკუჭნაოს სხვა ნივთები

მოცემულ ფოტოზე, სათავსოს თაროების სიმაღლე იმის მიხედვითაა განსაზღვრული, თუ რა ნივთების შენახვა/მოთავსება მოუწევდა მის პატრონს ამ თაროებზე. როგორც ვხედავთ, ამ თაროებზე არამხოლოდ საკუჭნაოს სხვა ნივთები განათავსა აქ, არამედ – ჭურჭელიც.

დაცული: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უძრავი ქონება, თუ მისი გაქირავება დიპლომატებზე გსურთ? — კომპანია „რენტალსის“ დეტალური რჩევები

ანტიკვარიატის კოლექციონერის სახლი ბარსელონას გულში