ამ პროექტის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა არქიტექტურულ სტუდია Ark-shelter-ს გაუკვალავი ტყის ტერიტორიაზე სასტუმრო Bjornson-ის აპარტამენტების აგება დაუკვეთეს. დამკვეთ ინვესტორს ცხადად ჰქონდა წარმოდგენილი ორმაგი კაბინების შესახებ, რომლებიც სასტუმროს მთავარი შენობის ირგვლივ აიგებოდნენ.
არქიტექტორებს სურდათ პროექტი ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით წარმართულიყო, ამიტომ ხეების მოჭრისგან მაქსიმალურად შეიკავეს თავი და კაბინები ცემენტის საფუძველზე არ ააგეს. ამის ნაცვლად ისინი ბოძებითაა აღმართული, რაც მათ ქვეშ მყოფი ნიადაგის განვითარებასა და სიცოცხლეს უწყობს ხელს.
ყოველი კოტეჯი ორ დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებს, რომელთაგან თითოეულს სასტუმრო და საძინებელი ოთახი, შესასვლელი დერეფანი და სააბაზანო გააჩნია. კაბინების ორი ინდივიდუალური ნაწილი გასაცურებელი გამყოფი კედლითაა გამიჯნული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, გავაქროთ კიდეც. ამ მხრივ ერთ კაბინაში ორ ოჯახს შეუძლია დასახლება და ურთიერთობა. კაბინები ტყეშია განლაგებული და ერთმანეთს არ შეჰყურებს, რაც მათ წინ გადაშლილ ულამაზეს ხედთან ერთად პირადი სივრცის ქონას განაპირობებს.
კაბინები იასნას სათხილამურო კურორტზე მდებარეობს, ამიტომ სასტუმრო მათ ყველანაირ კომფორტს სთავაზობს ზამთრის ამინდით დასატკბობად – სპას, საუნას, მასაჟს… სტუმრებს სასტუმროს რესტორნისა და გამაჯანსაღებელი, დეტოქსიკაციის ცენტრის მომსახურებითაც შეუძლიათ სარგებლობა.
ფოტოგრაფი: BoysPlayNice