in

არომაკო – ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურ მოგონებებს სხვადასხვა სურნელების გამოყენებით უქმნის

არომაკო“ „არომა მარკეტინგის“ ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ლიდერი კომპანიაა, რომელიც წარმატებისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, ორიგინალურ სურნელებს იყენებს და ამ გზით მომხმარებლისთვის უნიკალურ მოგონებებს ქმნის. ბრენდის კატალოგში შეხვდებით სურნელოვან სანთლებს, ჩხირებს და სხვა 18 წლიანი გამოცდილებით შექმნილ პროდუქტებს, რომლებიც სახლებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებში განსაკუთრებულ სურნელებს ნერგავენ. „არომაკო“ ბაზარზე წლების წინ გამოჩნდა და უკვე ათი ათასობით კმაყოფილ მომხმარებელს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთებსა და სურნელებს განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად იყენებენ.

ბრენდი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან კატალოგს, რომლის დათვალიერებაც მათივე შოურუმებშია შესაძლებელი, სადაც “არომა ექსპერტები” მომხმარებლებს ინდივიდუალურად, მათი გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით ურჩევენ შესაფერის სურნელს, რაც ყიდვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და სასურველს ხდის. დღეს სწორედ “არომაკოს” შესახებ გიამბობთ და ამასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორის, ლაშა მეფარიშვილის ინტერვიუს გთავაზობთ.

ლაშა მეფარიშვილი

ლაშა, გვიამბეთ „არომაკოს“ შესახებ – როდის დაარსდა კომპანია? რა მიღწევები აქვს მას და განვითარების რა ეტაპზე იმყოფება ამჟამად?

არომაკო” წარმოადგენს „არომა მარკეტინგის“ საერთაშორისო, ლიდერ ბრენდს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 40 000-მდე ბედნიერ მომხმარებელს აერთიანებს როგორც ბიზნეს, ასევე საცალო სექტორში. საქართველოში „არომა მარკეტინგზე“ მოთხოვნა სწორედ „არომაკოს“ სახელს უკავშირდება. კომპანია ქართულ ბაზარზე პირველად 2020 წელს გამოჩნდა და წარმატებით აგრძელებს განვითარებას. ამ მოკლე პერიოდში ბაზრის 800-მდე წამყვანმა ბრენდმა უკვე შექმნა საკუთარი იდენტობა არომაკოს სურნელების დახმარებით, რომელსაც 1000-ზე მეტ ობიექტზე შეიგრძნობთ.

რა სახის პროდუქციას სთავაზობს „არომაკო“ მომხმარებელს?

18 წლიანი გამოცდილებით, კომპანია ზუსტად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და სთავაზობს ნებისმიერი ტიპის სივრცის გასურნელების ძალიან პრაქტიკულ, ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას. არომაკოს მრავალფეროვან კოლექციაში აღმოაჩენთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სურნელოვანი სანთელი, სურნელოვანი ჩხირი, სურნელოვანი სპრეი, საპირფარეშოს აეროზოლი, სახლის აპარატი და მანქანის გამასურნელებელი ბოქსი. ბიზნეს მიმართულებით კი წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დიზაინის აპარატები.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი „არომაკოს“ პროდუქტები?

არომაკოს” პროდუქტები ემსახურება მომხმარებელთა მრავალფეროვან სპექტრს სხვადასხვა სექტორში, აცნობიერებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რაც არომატებს შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ქცევასა და ემოციებზე. მეცნიერული საფუძვლით, განწყობის 40% გამოწვეულია სურნელით, შესაბამისად, „არომაკო“ საქართველოში პოზიციონირებს, როგორც მთავარი რგოლი „არომა მარკეტინგის“სფეროში.

Aromaco-ს პროდუქცია ასურნელებს სხვადასხვა სახეობის სივრცეებს: ინდივიდუალურ საცხოვრებელ ადგილებს, სასტუმროებს, რესტორნებს, კლინიკებსა და კომერციული დაწესებულებებს. Aromaco-ს შეთავაზებების მრავალფეროვნება ბიზნესს საშუალებას აძლევს, ყნოსვის ძალის დახმარებით, სტრატეგიულად გამოიყენონ სურნელები კონკრეტული ემოციებისა და რეაქციების გამოსაწვევად. „არომა მარკეტინგის“ სარგებელი არ ემსახურება მხოლოდ სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას, რადგან სწორ სურნელს აქვს პოტენციალი, გაზარდოს იმპულსური ყიდვის ალბათობა.

მაგალითად, ყავის არომატს შეუძლია მომხმარებელი წაახალისოს ყავის შესყიდვისთვის, მაშინაც კი, თუ მას ეს თავდაპირველად არ ჰქონდა დაგეგმილი. არსებითად, Aromaco-ს პროდუქცია წარმოადგენს ბიზნესისთვის კატალიზატორს, რომელიც ცდილობს შეუქმნას მომხმარებელს პოზიტიური გამოცდილება და სურნელის ფსიქოლოგიის მეშვეობით განასხვავოს თავი კონკურენტულ ბაზრებზე, იქნება ეს სასტუმროს ფოიეში მისასალმებელი ატმოსფეროს შექმნა თუ ბრენდისთვის დამახასიათებელი სურნელის ჩამოყალიბება.

როგორია სურნელების ჩამონათვალი და როგორ ხდება მათი შერჩევა მომხმარებლის მხრიდან?

Aromaco გთავაზობთ სურნელოვანი ეთერზეთების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც წარმოებულია ისრაელში და მისი ხარისხი დადასტურებულია უამრავი სერტიფიკატით. თითოეული მათგანის უნიკალური შემადგენლობა საგულდაგულოდაა შერჩეული ადამიანის ემოციებზე სპეციფიკური ზემოქმედებისთვის. ეთერზეთების მრავალფეროვან ასორტიმენტში აღმოაჩენთ სხვადასხვა ნოტებს, რომლებიც განსხვავდება საკუთარი არომატითა და ზეგავლენით. ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს რელაქსაციას, ზოგიც კონცენტრაციას ან ძილის გაუმჯობესებას და ა.შ.

რა ფორმით არის შესაძლებელი შერჩეული სურნელის კონკრეტულ სივრცეში ინტეგრირება?

სახლის აპარატის კომპაქტური და თანამედროვე დიზაინი გაძლევთ საშუალებას, გაასურნელოთ თქვენი სახლი და შექმნათ სასიამოვნო, კომფორტული ატმოსფერო. სახლის ბოქსს საჩუქრად მოჰყვება 4 ეთერზეთი, რომელიც ძალიან მარტივი მექანიზმით არის განთავსებული აპარატში. სურნელოვანი სანთლები და სურნელოვანი ჩხირი თავისი დახვეწილი შეფუთვით იდეალურია როგორც სივრცეში მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად, აგრეთვე საჩუქრად, საყვარელი ადამიანის გასახარებლად. მანქანის აპარატი კი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ და შეგიქმნით პოზიტიურ განწყობას ნებისმიერ დროს.

დაგვისახელეთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ღირს „არომაკოს“ არჩევა

“არომაკოს” მთავარი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ბრენდს, განურჩევლად კომერციული საქმიანობისა, შეუქმნას იდენტობა და უპოვოს ინდივიდუალური სურნელი, რომელიც მომხმარებელს ამ კონკრეტულ ბრენდთან ასოციაციას გაუჩენს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის განწყობის 40% გამოწვეულია სურნელით, რადგან მისი ემოციური აღქმა 75%-ით აღემატება როგორც აუდიო, ისე ვიზუალურ აღქმას. ყნოსვის რეცეპტორები პირდაპირ უკავშირდება ტვინის იმ უბანს, რომელიც ზემოქმედებს ემოციებსა და მეხსიერებაზე. სურნელის ჯადოსნური ძალის მეშვეობით ადამიანი მოგზაურობს სხვადასხვა დროსა და სივრცეში.

რომ შევაჯამოთ, Aromaco წარმოადგენს ლიდერ ბრენდს არომა მარკეტინგსა და სურნელოვან სამყაროში. ის მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ეთერზეთების მრავალფეროვან ასორტიმენტს, არამედ სურნელების ემოციური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ღრმა გაგებას. არომაკოს არჩევა ნიშნავს პარტნიორს, რომელიც ზრუნავს ბრენდის იდენტობის შექმნასა და გაძლიერებაზე. მისი არომატების მომხიბვლელი ძალის გამოყენებით კი თქვენს სივრცეში იქმნება დასამახსოვრებელი და პოზიტიური ასოციაციები.

სად არის შესაძლებელი „არომაკოს“ პროდუქციის შეძენა?

ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ხელმისაწვდომი პროდუქტების ჩამონათვალს დეტალური აღწერილობებით, არომატის ნოტებითა და დანიშნულებით. ეს ონლაინ რესურსი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი სურვილების შესაბამისად შეარჩიოს პროდუქტი.

უფრო პერსონალიზებული გამოცდილებისთვის მომხმარებელს საშუალება აქვს, ეწვიოს Aromaco-ს შოურუმს თბილისსა და ბათუმში, სადაც არომა ექსპერტები მომხმარებლებს ეხმარებიან შესაფერისი ეთერზეთების ან სხვა სურნელოვანი პროდუქტების შერჩევაში მათი ხასიათისა და განწყობის შესაბამისად. ექსპერტები იყენებენ არომათერაპიის შესახებ ცოდნას და თითოეული სურნელის სპეციფიკურ მახასიათებლებს, რათა მომხმარებელს აარჩევინონ მათი მოთხოვნებისა და ცხოვრების სტილის შესაფერისი სურნელი. შესაბამისად, არომაკოს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდზე www.aromaco.ge ან ველი სთორიზე. აგრეთვე, თბილისისა და ბათუმის შოურუმებში:

თბილისი

  • სითი მოლი
  • თბილისი მოლი
  • გალერია თბილისი
  • ისთ ფოინთი
  • აქსის თაუერსი

ბათუმი

  • ბათუმი მოლი
  • გრანდ მოლი

არქიტექტურა როგორც მუდმივი ფიქრისა და ძიების გზა – ინტერვიუ ვლადიმერ აბრამიშვილთან

2023 წლის ორიგინალური ნაძვის ხეები თბილისური ინტერიერებიდან