in

არქიტექტორი დევიდ ეჯეი RIBA-ს ოქროს მედალის მფლობელი გახდა

დევიდ ეჯეი დაიბადა ტანზანიაში 1966 წელს. დიპლომატი მამის გამო მას ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, საბოლოოდ კი მისი ოჯახი ლონდონში დასახლდა. არქიტექტორს აინტერესებდა ხელოვნება და სწორედ ამ განხრით დაამთავრა ჯერ London South Bank Universit 1990 წელს, შემდგომ კი მაგისტრატურა Royal College of Art-ში. 1994 წელს შექმნა პირველი არქიტექტურული კომპანია არქიტექტორ უილიამ რასელთან ერთად, 2000 წელს კი უკვე შექმნა თავისი სახელობის არქიტექტურული ფირმა – Adjaye Associates.

Town & Country Magazine

თავდაპირველად მისი ოფისი მუშაობდა პატარა ზომის სარქიტექტურულ ობიქტებზე – კერძო სახლებზე, რესტორნებსა და სტუდიოებზე. შემდგომ კი მცირე ზომის დაკვეთები გადაიზარდა უკვე საკმაოდ საპასუხისმგებლო, მასშტაბურ პროექტებად – ნობელის მშვიდობის ცენტრი ოსლოში, დენვერის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვის მენეჯმენტის სკოლა და ვაშინგტონში  Smithsonian Institution-ის აფრიკულ-ამერიკული ისტორიისა და კულტურის მუზეუმი. მსგავსი პროექტები მისი ასაკისა და გამოცდილებისთვის საკმაოდ იშვიათი იყო. 

Smithsonian National Museum of African American History and Culture

Ruby City art centre in Texas

Dror Baldinger
Dror Baldinger
Dror Baldinger

მისი პროექტები გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით კულტურის და ადამიანების მიმართ, დევიდ ეჯეის ყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმა, ამიტომ კიდევ უფრო კარგად ესმოდა ის, თუ რატომ უნდა ყოფილიყო არქიტექტურა ყველასთვის. მიუხედავად იმისა რომ მისი პროექტები რაღაც ელემენტებით ჰგავს ერთმანეთს, ისინი მაინც ძალიან განსხვავდება თავიანთი მდებარეობებიდან და ფუნქციიდან გამომდინარე. არქიტექტორს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ფოტოების გადაღება, მისი ფოტოების რამდენიმე კრებულიც არის გამოცემული.

Los Angeles store The Webster

Dror Baldinger
Dror Baldinger
Dror Baldinger

დევიდ ეჯეის რამდენიმე არქიტექტურული ჯილდო აქვს მოპოვებული, წელს კი მას Royal Institute of British Architects-ის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი (Royal Gold Medal)  გადაეცა. ეჯეი არის პირველი ფერადკანიანი არქიტექტორი, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. 

“ეს არის უდიდესი პატივი როდესაც ჩემი ქვეყანა ხედავს და აფასებს ჩემი და ჩემი გუნდის შრომას რომელიც დაუღალავად გავწიეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში” – ამბობს იგი. “არქიტექტურის დისწიპლინის სოციალური გავლენა ყოველთვის იქნება ჩემთვის სახელმძღვანელო ჩემს პრაქტიკასა და სხვა და სხვა ექსპერიმენტებში”

 Mole House

Ed Reeve
Ed Reeve
Ed Reeve
Ed Reeve

 

 

 

6 ძირითადი მიმართულება სახლის დიზაინში , რომელიც კოვიდ19-მა გამოიწვია

დიმიტრი ჭაავა – “Foster + Partner-ის” ერთადერთი ქართველი არქიტექტორი