43 წლის არქიტექტურული მოღვაწეობის შემდეგ, ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არქიტექტორმა თავისი არქიტექტურული სტუდია – Rogers Stirk Harbour + Partners დატოვა და პენსიაზე გავიდა. იგი ცნობილია ძალიან მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური არქიტექტურული პროექტებით. არქიტექტორს მიღებული აქვს პრიცკერის არქიტექტურული პრემია 2007 წელს და მისი შემოქმედება გამორჩევა ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი პროექტებით.
როჯერსი დაიბადა ფლორენციაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი ოჯახი ცხოვრობდა ბრიტანეთში, დაამთავრა იელის უნივერსიტეტი არქიტექტურის განხრით, მიღებული აქვს ბრიტანელი ლორდის წოდება – Baron Rogers of Riverside. 8 წლის განმავლობაში რიჩარდ როჯერსი ლონდონის მერიის არქიტექტურის და ურბანიზმის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
“არქიტექტურა რთული დისწიპლინაა, დიზაინთან ერთად მე ვფიქრობ რომ პროექტირების პროცესში უნდა ჩავრთოთ სხვა სფეროები, როგორიც არის სოციოლოგია, მათემატიკა, ინჟინერია ფილოსოფია და სხვა. მსგავსი ინტეგრაცია ქმნის საუკეთესო ეთოსს და ისეთ ესთეთიკას, რომელიც საუკეთესოდ ასახავს თანამედროვე სამყაროს.” – რიჩარდ როჯერსი.
წყარო: Archdaily