თანამედროვე კულტურისა და გამოფენების ინსპირაციებით შექმნილი ბრენდი Artek-ი 1935 წელს ახალგაზრდა იდეალისტებმა, ალვარო და აინო აალტომ დააფუძნეს. ბრენდის საწყისი მიზანი ავეჯის გაყიდვა და საჭირო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება იყო, თუმცა მან მალევე დაიკავა შეუცვლელი ადგილი მოდის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგების სიაში.
დღეს მათი სკამები, მაგიდები და სხვა სახლისთვის საჭირო ინვენტარი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა სათავეს ფინეთში, კერძოდ კი ქალაქ ტურკუში იღებს. 1920-იანი წლებიდან დღემდე, ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მათ მიერ წარმოებული ყოველი პროდუქტი ფინეთში დაამზადოს. ავეჯის მასალა ფინური ხე, ბამბა და ტყავია, რომელთა დამუშავების ტექნოლოგიები თავად ალვარო აალტომ შეიმუშავა.
ალვარომ და აინომ თანამედროვე დიზაინში წარუშლელი კვალი დატოვეს. ბრენდს საკუთარი სტილი, ტექნიკა და ხელოვნება აქვს, რისი მეშვეობითაც ახერხებენ რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში დარჩნენ. Artek – ის ძირითად ღირებულებად კვლავ რჩება მაღალი ხარისხი, იდეალურად სუფთა პროდუქცია და მომხმარებლის ინტერესები.
ბრენდი პროდუქციის შექმნის პროცესს მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდება და ქმნის ისეთ ავეჯს, რომელიც წლებს უძლებს. Artek-ი მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და პოტენციურ კლიენტებთან ახლო და უშუალო დამოკიდებულება ჰქონდეს.
მათი ფილოსოფია ისაა, რომ შექმნან მიმზიდველი, ესთეტიკური და დახვეწილი დიზაინები, რისთვისაც ისინი დაუღალავად შრომობენ და ყველაზე მეტ დროს ავეჯისთვის საჭირო მასალის არჩევას უთმობენ.