in

კომპანია ,,არტიტექსს” ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს!

არქიტექტურული კომპანია „არტიტექსში” სიახლეა – გუნდს ახალი მმართველი პარტნიორი, კონსტანტინე ღვინჯილია ჰყავს.

ახალ მმართველ პარტნიორს საჯარო თუ კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საჯარო სექტორში ის მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსად. აგრეთვე მისი გამოცდილება მოიცავს:

  •  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  ძეგლების, სხვა მემორიალური ობიექტებისა და სკულპტურული კომპოზიციების საუკეთესო წინადადებების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განმხილველი კომისიის წევრი;
  • საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, საკონკურსო კომისის წევრი.
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის III-IV კლასის სანებართვი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის III-IV კლასის სანებართვი განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

რაც შეეხება კერძო სექტორს, აქაც მისი გამოცდილება 5 წელიწადს ითვლის. იგი იყო როგორც  მთავარი არქიტექტორი, ისე მუშაობდა არქიტექტურული კომპანიის დირექტორის პოზიციაზე.

თავად „არტიტექსი” 2014 წელს დაარსდა. კომპანიის დაარსებიდან საჯარო თუ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა ბევრი წარმატებული პროექტი. არტიტექსის სახელს უკავშირებდა მრავალი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო. კომპანია ქმნის რთულ და შემოქმედებითად გამართულ პროექტებს, რომელიც სცდება სტანდარტულ არქიტექტურულ მიდგომებს.

[R]

სხვადასხვა სტილის სინთეზით შექმნილი სახლი საგურამოში – ნანიკო ჯორბენაძის ინტერიერი

როგორ ამოვავსოთ აბაზანასა და კედელს შორის არსებული სიცარიელე?