in

რა სირთულებთანაა დაკავშირებული ასაწევი მექანიზმის მქონე ფანჯრების დამზადება საქართველოში?

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში ფანჯრების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც „ვერტიკალური ფანჯრის“ ან „ასაწევი ფანჯრის“ სახელით არის ცნობილი. ამ ტიპის ფანჯრის კონსტრუქციები ძირითადად ინგლისსა და ამერიკაში გვხვდება და პოპულარულია მათი დიზაინისა და ხარისხის გამო.

ვერტიკალური ფანჯრების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ოთახში, თუმცა ის განსაკუთრებით პოპულარულია სამზარეულოში.

ფანჯრის ჩარჩო მისი აწევის დროს შეუფერხებლად მოძრაობს, რადგან სპეციალურ მექანიზმზეა დამაგრებული, რომელიც ფანჯარას ნებისმიერ სიმაღლეზე საიმედოდ იჭერს. ფანჯრის გასახსნელად საჭიროა სახელური, რომელსაც ჩამკეტი მექანიზმი აქვს.

ვერტიკალური ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ოთახში დიდ სივრცეს არ იკავებს, არ არის საჭირო მისი გამოღება, რის გამოც ფანჯარასთან არსებული სივრცის თავისუფლად გამოყენების საშუალება გეძლევათ.

„ასაწევი ფანჯრების“ მსურველი საქართველოშიც ბევრია, თუმცა, მსგავსი პროდუქტის დამზადება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არ იწარმოება სახელურისა და ფანჯრის ჩარჩოსთვის საჭირო ამწევი მექანიზმები. იმ შემთხვევაში თუ სახლისთვის ფანჯრის შეძენას აპირებთ, აუცილებელია, რომ შესაბამისი ნაწილების იმპორტი სხვა ქვეყნებიდან მოხდეს, რაც, როგორც წესი, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ხარჯების გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ფანჯრების მოვლა საკმაოდ რთულია, რადგან მისი გარე ნაწილის ოთახიდან გაწმენდა უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია, რის გამოც თუ ფანჯარა დიდ სიმაღლეზეა, მის გასაწმენდად აუცილებლად მოგიწევთ კიბის გამოყენება.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვერტიკალური ფანჯრები სახლს განსაკუთრებულ სტილსა და სილამაზეს ანიჭებს, მათ შეკვეთამდე ბევრი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ და უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ავეჯის მაღაზიების უმრავლესობა ფანჯრებს წინასწარ შეკვეთის შემთხვევაშიც არ ამზადებს.

როგორ ავირიდოთ მიწისძვრის ნეგატიური შედეგები? – 5 რჩევა უსაფრთხო ინტერიერის მოსაწყობად

პრემიუმ-კლასის ტექნიკა – ფუფუნება თუ საჭიროება?