in

Atelier 2+ – სტუდია ხელოვნებისა და დიზაინის მიჯნაზე

Atelier 2+ არის შემოქმედებითი სტუდია, რომელიც მდებარეობს ბანგკოკში და რომელიც თანამედროვე დიზაინის ენაზე საუბრობს. ეს ლოგიკურიცაა, ის ხომ სულ რაღაც 11 წლის წინ, 2010 წელს დაარსდა.

ადა ჩირაქრანონტმა და ვორაპონგ მანუპიპატპონგმა დაამთავრეს ინტერიერის დიზაინის ფაკულტერი KMITL– ში 2003 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ, ადამ და ვორაპონგმა შექმნეს პატარა სტუდია დურგლის სამუშაოებისთვის და დაარსეს Atelier 2+ 2010 წელს. სტუდიის ნამუშევრები მოიცავს ხელოვნებისა და დიზაინის ფართო სპექტრს, დაწყებული არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით, დამთავრებული ინსტალაციებით, ავეჯით და სხვადასხვა ტიპის ობიექტით.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ შემოქმედების მრავალი ფორმით – დაწყებული არქიტექტურადან, ხელოვნებისა და ხელნაკეთი ნივთების დიზაინამდე.”

დღესაც, სტუდია ასევე თანამშრომლობს სხვა დიზაინ-სტუდიებთან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ Atelier 2+-ის ნამუშევრები სადღაც ხელოვნებასა და დიზაინს შორისაა. და როგორც სტუდიის დამფუძნებლები ამბობენ, ისინი არ ქმნიან მხოლოდ შენობას ან ობიექტს, არამედ ვიზუალურ კულტურას.

ატელიეს კოლექციები აბსოლუტურად ეხმიანება თანამედროვე ცხოვრების სტილს. მარტივი და დახვეწილი ფორმები, მოწნული ზედაპირები, სადა ფერები სწორედ ის მინიმალიზმია, რომელიც დღევანდელ ტრენდებში აქტიურადაა გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიის გუნდი ძველ ტრადიციებს იყენებს, ისინი ახერხებენ, შექმნან რაღაც ახალი და ტრენდული.

ატელიეს კოლექციები კონკრეტულ დატვირთვას ატარებს ყოველთვის. ახლა კი მათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოლექციაზე უნდა გიამბოთ.

ლერწმის კოლექცია

სწორედ ამ კოლექციით გაითქვა ატელიემ სახელი. იგი მოიცავს მოწნული ზედაპირების მქონე ავეჯს. მსგავსი ტექსტურები გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ლერწმის ავეჯი PODIUM-ის ქარხანამ დაამზადა – ესაა ტაილანდის ხე – ტყის მწარმოებელი კომპანია, რომელსაც აქვს დიდი ისტორია და გამოცდილება ამ სფეროში.

”ლერწმის ავეჯს აქვს უნიკალური ხარისხი, რომელიც ინტერიერს თბილ ტექსტურას აძლევს. მას აქვს დიდი ტრადიცია და ისტორია, რომელიც თარიღდება მე-17 საუკუნით, როდესაც აზიასთან ევროპული ვაჭრობა აყვავდა. ჩვენ გვიყვარს ისტორიული კავშირები და ადგილის შეგრძნება, როდესაც ვმუშაობთ ამ მასალასთან. დაწნის მეთოდს აქვს დიდი ტრადიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლონიური პერიოდიდან. საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ იმოგზაურა ტროპიკულმა მასალამ და გაიარა ისტორია მსოფლიოს სხვა მხარეში. ჩვენ ვცდილობთ კლასიკური კოლონიური ინტერიერის აღბეჭდვას და მის ახლებურ ინტერპრეტაციას ახალ, თანამედროვე ცხოვრების სტილში “, – ამბობენ Atelier2+ – ის დამფუძნებლებ

#სადვიცხოვრო: ბინა ანტრესოლით ჭავჭავაძის გამზირზე

როგორ შევცვალოთ ბინაში სივრცის აღქმა