in

Atmosphera – ბრენდი, რომელიც ტრენდულ და ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის შენი სახლისთვის

Atmosphera ფრანგული ბრენდია, რომელიც ტრენდულ და ამავდროულად ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის სახლისთვის. ბრენდი ერთგულია ფასეულობების მიმართ და მისი პროდუქცია, თავისუფლებისა და ელეგანტურობის შერწყმას განასახიერებს.

Atmosphera მიიჩნევს, რომ დეკორის შერჩევისას მომხმარებელმა მხოლოდ თავისი გემოვნებითა და საყვარელი ფერებით უნდა იხელმძღვანელოს, რისთვისაც ქმნის ხელმისაწვდომ და ხარისხიან ნივთებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში უყვართ.

ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო Atmosphera-ს თეთრეული, პირსახოცები, სანათები, სათავსოები, დეკორი საათებისა და ლარნაკების სახით, ასევე დეკორატიული ტექსტილი – ბალიშები, პლედები და ხალიჩები.

აქ ასევე ნახავ Atmosphera-ს მცირე და რბილ ავეჯს სკამების, სამუშაო მაგიდების, ტუმბოებისა და პატარა მაგიდების სახით. ამასთანავე, VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო Atmosphera-ს ნივთები ბავშვებისთვისაც – რბილი სათამაშოები და საბავშვო ოთახისთვის განკუთვნილი ნივთები.

ავეჯი

შესანიშნავი არჩევანი იქნება Atmosphera-ს ყავის მაგიდების ნაკრები, რომელიც შენი მისაღები ოთახის ინტერიერს სკანდინავიური დიზაინით გაამდიდრებს. მაგიდები დამზადებულია მაღალი ხარისხის, მსუბუქი მასალებისგან. აქვს მარტივად გასაწმენდი ზედაპირი, რაც მას კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. შეგიძლია განათავსო როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე და მოარგო შენს ინტერიერს.

შენი მისაღები ოთახისთვის კიდევ ერთი ნივთი, რომელიც დახვეწილი დიზაინით გაამდიდრებს მას იქნება Atmosphera-ს სამადგილიანი გასაშლელი დივანი. ისიც, Atmosphera-ს სხვა ნივთების მსგავსად დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან. აქვს სადა, მინიმალისტური, მოდერნისტული დიზაინი და შესანიშნავი დანამატი იქნება შენი სახლის ინტერიერისთვის.

კომფორტული დივანი დაგეხმარება იდეალური იქნება დასვენებისთვის, ხოლო გაშლის შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში საშუალებას მოგცემს იგი მარტივად გამოიყენო როგორც საწოლი. შეგიძლია განათავსო შენთვის სასურველ ოთახში და მორთო დეკორატიული ბალიშებით.

როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული ნივთი იქნება Atmosphera, ბარის სკამი, რომელიც შენს სახლში სკანდინავიური დიზაინის კიდევ ერთი შესანიშნავი ელემენტი იქნება. მის დასამზადებლად გამოყენებულია წიფლის ხე, რაც გამძლე და ხარისხიან მასალად მიიჩნევა ავეჯისთვის. Ბარის სკამს აქვს რბილი საზურგე და დასაჯდომი, რაც მის კომფორტულობას განაპირობებს ნებისმიერ სიტუაციაში.

სანათები

განათება სახლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელსაც შეუძლია გამოკვეთოს ან პირიქით, ნაკლებად შესამჩნევი გახადოს ესა თუ ის დეტალი, ნივთები და შექმნას საერთო განწყობა. Atmosphera-ს სანათები, არამხოლოდ გადმოსცემს სხვა ნივთების იერსახეს, არამედ თავად გახდება შენი სახლის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

Atmosphera-ს შავი ტორშერი შემატებს შენს სახლს თანამედროვე დიზაინს და შემოიტანს მყუდროებას სახლის ნებისმიერ სივრცეში. აქვს სასიამოვნო თბილი განათება, რომელიც არ ღლის თვალს, შესაბამისად შეძლებ, კომფორტულად წაიკითხო წიგნები, დაწერო ან უბრალოდ განიტვირთო საღამოს საათებში.

ასევე, შეგიძლია შეიძინო Atmosphera-ს სამფეხა ტორშერი, რომელიც შენი სახლის ინტერიერს უფრო ნათელსა და დახვეწილს გახდის. იგი დამზადებულია მანგოს ხისგან, ბამბისგან და ლითონისგან. ტორშერი გამოირჩევა განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალით და ვინტაჟურ ელემენტს შემოიტანს სახლის ნებისმიერ კუთხეში.

სახლში კიდევ ერთი გამორჩეულად დახვეწილი დიზაინის ნივთი იქნება Atmosphera მაგიდის სამფეხა აბაჟური. მაგიდის სამფეხა სანათი შენი ოთახის ინტერიერს ბოჰემურ ელფერს შესძენს. კარგი განათებითა და კომფორტული დიზაინით შეძლებ სანათის განთავსებას ჟურნალისა თუ სამუშაო მაგიდაზე. ფუნქციურთან ერთად, მას აქვს დეკორატიული დატვირთვაც. ხოლო, მტკიცე სამფეხა სადგამი მის სტაბილურობას განაპირობებს.

ბავშვის ოთახი

ბავშვის ოთახისთვის ნივთების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ამ შემთხვევაში ისინი უნდა იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე ეკოლოგიურად სუფთა და სასურველია სახალისო დიზაინით გამოირჩეოდეს. Atmosphera საუკეთესო ნივთებს ქმნის პატარებისთვის, რამდენადაც ითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს და ისინი მალე ბავშვებისთვის საყვარელი ნივთებად იქცევიან.

Atmosphera-ს მაგიდა დახვეწილი და სადა დიზაინით გამოირჩევა. ის შეგიძლია, გამოიყენო როგორც საბავშვო ოთახში, ისე მისაღებ ოთახში დივანთან და განათავსო მასზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული ნივთები.

მაგიდა დამზადებულია ხისგან, ამიტომაც რეკომენდებულია ნესტიანი ტილოთი წმენდა. ასევე შეეცადე, რომ დაქცეული სითხე მაქსიმალურად სწრაფად შეაშრო მისი ზედაპირიდან, რათა უზრუნველყო მაგიდის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში.

მაგიდასთან ერთად შესანიშნავი ნივთი იქნება Atmosphera-ს სკამი, რომელიც იმეორებს მაგიდის დიზაინს. მინიმალისტური და სადა დიზაინის სკამი ნებისმიერი სახის ინტერიერისთვის დახვეწილი და ელეგანტური დამატება იქნება. სკამი, მაგიდის მსგავსად დამზადებულია ხისგან და არის თეთრი ფერის.

აღნიშნულ ავეჯს, ძალიან მოუხდება სადა და სახალისო დიზაინის Atmosphera-ს საბავშვო სათავსო. ის დამზადებულია ხისგან და არის თეთრ ფერის. გაფორმებულია მელიის თემატიკით – ყუთის წინა მხარეს გამოსახულია მელიის სახის პრინტი, ხოლო სახურავზე მელიის ყურები აქვს მიმაგრებული. აქვს სპეციალური სახელურები, რომლითაც მარტივად შეძლებ სათავსოს გადაადგილებას.

შეიძინე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია ველიზე და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში. აქ ასევე, სხვადასხვა კატეგორიის მეშვეობით შეგიძლია შესაბამისი ნივთები ადვილად იპოვო. აღმოაჩინე კატეგორია ახალ სახლში გადასვლა და შეარჩიე ყველაფერი ერთ სივრცეში შენი ახალი ბინისთვის.

ბავშვების ოთახისთვის ასევე შეგიძლია შეარჩიო Atmosphera-ს საბავშვო კარადა, რომელიც დამზადებულია მეტალისგან და აქვს თუჯის უჯრები. კარადას აქვს სასახლის ფორმა, რაც მხიარულ დეტალს შემატებს შენი ბავშვის ოთახს. ის ჯამში 4 უჯრისგან შედგება, რომლებშიც შესაძლებელია ტანსაცმლის, პირადი ნივთების, სათამაშოებისა და საგნების მოთავსება.

შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში სახლისა და ეზოს განახლებისთვის და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.

[R]

პრაქტიკული რჩევები აბაზანის ინტერიერის გასაახლებლად — სტუდია „Allora Design“-ის გზამკვლევი

Ferring Pharmaceuticals – Foster + Partners-ის პროექტი დანიაში