სახლი ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და ლაღად უნდა ვგრძნობდეთ. დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს სახლში დასვენებასა და თავისუფლად ყოფნას.
რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არის მუსიკა, რომელიც გამოიყენება როგორც თერაპიად და განტვირთვის საშუალებად.
მუსიკა, რომელიც ჩვენს სახლში ჟღერს, უნდა იკვეთებოდეს ინტერიერის დიზაინში. სახლის დიზაინს შეუძლია გააძლიეროს მუსიკის ბგერების სილამაზე ან მათი ნაკლებობა.
სწორად შერჩეული აუდიო სისტემის დახმარებით, სახლში შეგვიძლია მოვიწყოთ სხვადასხვა სივრცე, რომელიც მოგვანიჭებს უნიკალურ გამოცდილებას. მუსიკის მოსმენისას თუ ფილმების ყურებისას გვჭირდება სრულყოფილი ხარისხი, იმისათვის რომ სრულად შევიგრძნოთ დეტალები.
ელიტ ელეტქრონიქსი, რომელიც სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე ლიდერი ბრენდია, წარმოდგენილია 200-მდე ბრენდის პროდუქციით. მათ შორის არის არაერთი მსოფლიო წამყვანი ბრენდის აუდიო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და კომფორტის შექმნაზე, როგორც სახლში, ისე მის გარეთ.
ერთ-ერთი ასეთი ბრენდი, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ელიტ ელექტრონიქსია, არის Bang & Olufsen.
1925 წლიდან დღემდე Bang & Olufsen-მა შექმნა საკულტო აუდიო და სახლის გასართობი პროდუქტები – ხმისა და დიზაინის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
B&O იყენებს ციფრული სიგნალის დამუშავებას, რათა დაარეგულიროს სიხშირეზე პასუხი იმ ოთახსა და მდებარეობაზე, რომელშიც ის არის განთავსებული. უნიკალური დიზაინის მეშვეობით, მაღალი ხარისხის დინამიკებთან და გამაძლიერებლებთან ერთად, სპიკერი გამოსცემს 360 გრადუსიან ყოვლისმომცველ ჟღერადობას.
B&O-ს აქვს გამორჩეულად მიმზიდველი დიზაინი და მისი მუშაობის სისტემა შეფასებულია, როგორც „მაღალი სიზუსტის მუსიკალური რეპროდუქცია ტექნოლოგიური შეზღუდვების გარეშე“.
B&O Beolit 20 არის პორტატიული დინამიკის უახლესი ვერსია – საკულტო დინამიკის დიზაინის ევოლუცია.
როგორც ყოველთვის, დინამიკი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მასალისგან და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ხმაზე. ამ სპიკერს გააჩნია კლასიკური Beolit სილუეტის დიზაინი მრავალი განახლებით, მათ შორის ახალი ცხაურით, მტკიცე ტყავის სამაჯურითა და ღილაკების გამარტივებული ინტუიციური კომპლექტი.
Beolit 20 უკრავს დაბალ 37–20.000 ჰერც სიხშირეზე, რათა შექმნას ბასების ფართო, დამაკმაყოფილებელი დიაპაზონი. ელემენტის გამძლეობა 8 საათს მოიცავს, თუმცა მისი დამუხტვა შესაძლებელია უკაბელო სატენის საშუალებით.
Bang & Olufsen-ს რომ ნამდვილად გააჩნია ხმისა და დიზაინის ჰარმონია, ამაში შემდეგო მოდელიც დაგვარწმუნებს.
Beosound Explore – ეს არის თავგადასავლებისთვის შექმნილი დინამიკი
Beosound Explore მოსახერხებელი ფორმის, მტვრისგან დაცული და წყალგაუმტარი პორტატიული დინამიკია, ოპტიმალური წონითა და მიმაგრებული კარაბინით. დინამიკი დამზადებულია II ტიპის ანოდირებული ალუმინისგან, რაც მას ნაკაწრებისგან იცავს და იდეალურს ხდის გარე გამოყენებისთვის. სწორედ ამიტომ, მისი ტარება თამამად არის შესაძლებელი ზღვაზე, სამთო კურორტებსა თუ ლაშქრობებში.
Beosound Explore ძლებს წყალში 1 მეტრ სიღრმეზე, 30 წუთის განმავლობაში. დინამიკის ბატარეა 27 საათიანი დატვირთვით მუშაობს. ამიტომ თუ თქვენი გართობა და მუსიკისადმი სიყვარული სახლის საზღვრებს სცდება, ეს დინამიკი ნამდვილად თქვენთვის არის შექმნილი.
კიდევ ერთი პრემიუმ ხარისხის ოფიციალური ბრენდი, რომელიც ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა დახლებზე დაგხვდებათ, არის Marshall.
1962 წლიდან დღემდე ბრენდი გვთავაზობს ორიგინალურ, დახვეწილ და ყველა სხვა ბრენდისგან გამორჩეულ ბლუთუზ დინამიკებსა და აუდიო სისტემას, რომლის დიზაინი გულგრილს ვერავის დატოვებს.
Stanmore II – უბრალოდ ლეგენდარული
Stanmore II არის Marshall-ის ხაზის ყველაზე გამორჩეული, მულტიფუნქციური დინამიკი, რომელიც იდეალურად ერწყმის ნებისმიერი ოთახის ინტერიერს.
მის დიზაინში გვხვდება კლასიკური მარშალის დეტალები, როგორიცაა ტექსტურირებული ვინილის საფარი და მტკიცე ხის ჩარჩო. დინამიკის ზედა პანელზე არის ხმის მართვის ღილაკები. Stanmore II-ს ასევე გააჩნია მულტი დაკავშირების ფუნქცია, რომლის საშუალებითაც იგი ორ მოწყობილობას ერთდროულად უკავშირდება. მისი მართვა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის საშუალებითაც, რაც გაგიმარტივებთ მუსიკის მოსმენისა და კონტროლის პროცესს.
დინამიკის განსხვავებული დიზაინის წყალობით, ის იდეალურია რეტრო სტილის ინტერიერებისთვის და ასევე თანამედროვე სივრცეებში, სადაც მისი წყალობით, კლასიკური და დახვეწილი შტრიხების შეტანაა შესაძლებელი.
Emberton – დახვეწილი და კომპაქტური
Marshall Emberton არის კომპაქტური პორტატიული დინამიკი მკაფიო, ხმამაღალი და ძლიერი ხმით, რომელიც მარშალის სავიზიტო ბარათია. Emberton იყენებს True Stereophonic-ს, მრავალმხრივი ხმის უნიკალურ ფორმას. სპიკერი გამოსცემს 360 გრადუსიან ყოვლისმომცველ ჟღერადობას. მისი ელემენტის სამუშაო ხანგრძლივობა შეადგენს 20+საათს.
Emberton-ის კომპაქტური ზომა საშუალებას იძლევა, თან წაიღოთ ის ნებისმიერ ადგილას და მოიწყოთ მუსიკალური თავგადასავალი ყველგან. Emberton შეიძლება სწრაფად დაიტენოს, 20 წუთიანი დამუხტვის საშუალებით, მისი სიცოცხლისუნარიანობა 5 საათს შეადგენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელიტ ელექტრონიქსი არაერთი მსოფლიო მოწინავე აუდიო სისტემის ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლობაა საქართველოში. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი დიზაინის, მოცულობისა და სტილის აუდიო სისტემა ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ ee.ge-ზე.
[R]