არქიტექტურული სტუდია “აუდიტორიუმი”, რომელიც ქართველ მომხმარებელს განსხვავებულ და უნიკალურ პროდუქციას სთავაზობს, დამწყებმა არქიტექტორებმა – ელენე და მარიამ ღვინეფაძეებმა დაარსეს. სწორედ არქიტექტურის სიყვარულის გამო შექმნეს მათ ონლაინ სივრცე თავიანთი ნამუშევრებისთვის, სადაც გამოაქვეყნებდნენ არამხოლოდ არქიტექტურულ პროექტებს, არამედ სხვადასხვა საინტერესო და ინფორმატიულ ნამუშევრებს.
„აუდიტორიუმში“ თვლიან, რომ არქიტექტურის ფართო სპექტრი ხელოვნების სხვადასხვა დარგების სინთეზის საშუალებას იძლევა, ამიტომ თავიანთ ხედვას ამ მიმართულებით მუდმივად ავითარებენ. სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდათ მათ იდეა, შეექმნათ პოსტერები, რომლებიც როგორც მათ მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინს, ასევე სხვა ხედვის მქონე ადამიანების სივრცეებსაც გააცოცხლებდა და უნიკალურობას შემატებდა.
„აუდიტორიუმის“ დამმაარსებლების აზრით, პოსტერის მნიშვნელობა საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებში საინტერესო ფენომენია და საკმაოდ კარგი საშუალებაა ვიზუალური კომუნიკაციისთვის. სხვადასხვა შინაარსის ილუსტრაცია ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალად შეიძლება იქცეს და მისცეს მას რადიკალურად განსხვავებული ხასიათი.
„აუდიტორიუმის“ მიერ შექმნილი პოსტერები ძირითადად სხვადასხვა თემატიკისაა, მაგალითად 2019 წელს შექმნილი პოსტერი „ის აქ არის“ შეიქმნა გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად, ძალიან სპონტანურად, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ადამიანის ინტერიერის ნაწილი გახდა.
ბევრი მფლობელი გამოუჩნდა, ასევე, ინოლა გურგულიას სიყვარულით შექმნილ პოსტერსაც. „აუდიტიურიუმში“ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ილუსტრაცია, რომელიც სპეციალურად ჩვენ მიერ დაპროექტებული სივრცეებისთვის შევქმენით, რაც შედარებით განსხვავებულ მუშაობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს და ჩვენს კონცეფციას ვუსადაგებთ,“- აღნიშნეს დამმაარსებლებმა homeis.ge-სთან საუბრისას.
ელენესა და მარიამის აზრით, პოსტერის ზომა კონკრეტული ინტერიერისთვის დამოკიდებულია პირველ რიგში სივრცით გეგმარებაზე და შემდგომ უკვე ავეჯის წყობაზე. კედელი მათ ინტერიერებში ყოველთვის სადაა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ილუსტრაციამ შეიტანოს კონკრეტული ხასიათი და ემოცია მასში.
“აუდიტორიუმის” განხორციელებული პროექტები
„აუდიტორიუმის“ პროდუქციის შეძენა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მათი ფეისბუქ გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.