2020 წელს დასრულებული ამ პროექტის სრული მასშტაბი 125 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს და ის ავსტრიაში მდებარეობს. დღევანდელი არქიტექტურული ტრენდია, რომ დიდი ოჯახები პატარებად იყოფიან და ცალ-ცალკე იშენებენ სახლებს, თუმცა ეს სახლი, ამის საპირისპიროდ, ერთ ჭერქვეშ აერთიანებს რამდენიმე თაობას. სენტიმენტალურ ღირებულებასთან ერთად, ასეთი სახლები მეტად მომგებიანია ფინანსურად და ეკოლოგიურადაც, ვინაიდან ურბანული სივრცეები უკვე გადატვირთულია შენობებით და მიმდინარე და მომავალი პროექტები სულ უფრო და უფრო აზიანებენ ბუნებას.
სწორედ ამიტომ, ამ კომპაქტური სახლის პროექტი ჩანაფიქრშივე ჭკვიანური იყო. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ბევრი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, უზრუნველყოფილია ოჯახის თითოეული წევრის ინდივიდუალური სურვილები და განმარტოვების საშუალებები. სახლის მფლობელი ახალგაზრდა წყვილი აქტიურად არის ჩართული დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაში. სწორედ ამიტიტომ, სახლი საოცრად ეკომეგობრულია.
სახლი მთის ბუნებრივ “ტერასაზეა” აგებული და მისი პროექტი ჰარმონიულად ჯდება ლანდშაფტში. შენობის სიმაღლე და სახურავის ფორმა იმეორებს ამ ტერიტორიაზე სახლების კონსტრუქციას და დამთვალიერებელს უშნოდ არ წარუდგება თვალწინ.
ინტერიერში ხის გამოყენებით მფლობელებმა გაზარდეს სივრცე, დაზოგეს რესურსები და ამავე დროს გამოკვეთეს უმშვენიერესი ხედი, რითიც ისინი განებივრებულები არიან. სახლი გეოთერმული წყაროთი თბება, რაც ასევე ეკოლოგიურად მეგობრული გადაწყვეტილებაა.
კიბის ბოლოში, ყველაზე მაღალ ადგილას, ჭერზე მინაა დამონტაჟებული, საიდანაც სუფთა ჰაერის შემოდინებასთან ერთად, ცის ხედით ტკბობაა შესაძლებელი.
ფოტოგრაფი: Adolf Bereuter