in

ახალი წელი ახალი ავეჯით — იდეები სრული განახლებისთვის „კომფორტერისგან“

ახალი წელი სიახლესთან, ახალ ენერგიასთან, სიხარულთანაა დაკავშირებული. ამიტომ ეს პერიოდი ცვლილებებისთვის იდეალური დროა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინტერიერის გადახალისება და სახლში განსხვავებული ატმოსფეროს შექმნა გვსურს. სივრცის გარდაქმნის იდეალური გზა კი ახალი ავეჯისა და აქსესუარების შეძენაა, რომლებიც ბინას სიცოცხლესა და სიხალისეს მატებს. ამასთანავე, ახალი წელი დიდ საახალწლო ფასდაკლებებსა და სააქციო შეთავაზებებს გულისხმობს, რომლებიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ნივთები დიდი შეღავათით შეიძინონ და ახალ წელს ახალი პროდუქციით შეხვდნენ.

ქართულ ბაზარზე ამ მხრივ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია „კომფორტერი“. პროდუქცია, რომელიც ხარისხით, დიზაინით, მასალებითა და ტექსტილით გამოირჩევა, საუკეთესო საშუალებაა ინტერიერის გასაახლებლად და სივრცეში უნიკალური შტრიხების შესატანად. რაც მთავარია, საახალწლო ფასდაკლებების ფარგლებში სასურველი მოდელის შეძენა დიდი ფასდაკლებით შეგეძლებათ, რაც თქვენს ხარჯებსა და ფინანსებს საგრძნობლად დაზოგავს. დღევანდელ სტატიაში მაღაზია „კომფორტერიდან“  Homeis.ge-ს რჩეულ პროდუქტებს გაგიზიარებთ, რომლებიც წინასაახალწლოდ სახლის სრულად განახლებაში დაგეხმარებათ.

ARUBA – აბაზანის ავეჯი 

აბაზანა ის სივრცეა, რომელსაც ხშირად სჭირდება ცვლილება და პროდუქტების განახლება, რადგან ნესტი და წყალი დაბალი ხარისხის მასალებს ადვილად აზიანებს. თუ სააბაზანოს ინტერიერის გადახალისება  გსურთ, წინასაახალწლო პერიოდი ამისთვის იდეალური დროა, რადგან შეღავათიან ფასად მაღალი ხარისხის ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი. პოლონური წარმოების MDF-ის უმაღლესი ხარისხის დახვეწილი სააბაზანოს ავეჯი შესანიშნავად მოერგება ნებისმიერი სტილის სივრცეს და მასში მიმზიდველ ესთეტიკასა და ელეგანტურობას შეიტანს. ამასთანავე, ავეჯი კომფორტულობითა და ტევადობითაც გამოირჩევა და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

GENESIS – სასადილო მაგიდა

მოსახერხებელი, გამძლე და ტევადი სასადილო მაგიდა ყველა ოჯახში აუცილებელი ელემენტია. განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, როდესაც ადამიანები ერთად იკრიბებიან და საზეიმოდ აღნიშნავენ დღესასწაულს. „კომფორტერი“ საახალწლოდ უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც ძალიან მოდური, დახვეწილი, ფუნქციური მაგიდის შეძენა დიდი ფასდაკლებით შეგეძლებათ. პოლონური წარმოების, MDF-ის გასაშლელი მაგიდა მიმზიდველი ფორმებით, ხარისხიანი მასალითა და მდგრადი მექანიზმებით ხასიათდება, რომელიც მრავალი წელი მოგემსახურებათ და თქვენს ინტერიერის განსაკუთრებული მოხდენილობას შესძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

PUFFY ­– რბილი ავეჯი 

„კომფორტერის“ მრავალფეროვან კოლექციაში შეხვდებით თანამედროვე, ტრენდული რბილი ავეჯის მოდელებს, რომლებიც სიმსუბუქით, კომფორტულობით, სირბილითა და ფუნქციურობით გამოირჩევა. ინტერიერში რბილი ავეჯი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ამიტომ სახლის იერსახის შესაცვლელად მას დიდი  როლი ეკისრება. მომხმარებელს შეუძლია სასურველი ზომის, მასალისა და ფერის მოდელის შერჩევა, რომელსაც ინტერიერს მარტივად შეუხამეს, სივრცეს საკუთარი გემოვნებით მოაწყობს და საახალწლოდ სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

LAREX – მისაღები ოთახის ავეჯი და აქსესუარები

„Larex“-ის ბრენდის პროდუქცია ბაზარზე ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. დახვეწილი მოდელები თანამედროვე, მინიმალისტურ ინტერიერს განსაკუთრებით უხდება და საოცარ მოხდენილობას მატებს ოთახს. კოლექცია საინტერესო, ორიგინალური დიზაინით ხასიათდება და ინტერიერში უნიკალურ აქცენტებს ქმნის, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ბრწყინვალებას მატებს და მის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ელეგანტური და თანამედროვე მოდელების შეძენა ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია „კომფორტერშია“ შესაძლებელი. პროდუქცია სადღესასწაულოდ ინტერიერის სრულად განახლებაში დაგეხმარებათ და სახლს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამავდროულად, თუ თქვენთვის სასურველ ნივთს ახალი წლის შეთავაზებების ფარგლებში შეიძენთ, სრულ კოლექციაზე 25%-დან — 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ, რაც საგრძნობლად დაზოგავს თქვენს ფინანსებს და ხარჯებს შეგიმსუბუქებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სახლის პროექტირება და რემონტი საახალწლო პერიოდში — რომელ კომპანიას მივმართო?

იტალიური შპალერის მწარმოებელი ბრენდი „Inkiostro Bianco“ “გალერეა რუმ დიზაინი“-ს ექსკლუზიური პარტნიორი გახდა