in

როგორ შევარჩიოთ ავეჯი პატარა ბინისთვის – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

პატარა ბინის მოწყობა გონივრულად უნდა მოხდეს. ეს კი პირველ რიგში, მისთვის კომპაქტური და მრავალფუნქციური ავეჯის შერჩევას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ხერხს, რომელიც თქვენი ინტერიერის ყოველი კვადრატული მეტრის ათვისებაში დაგეხმარებათ.

ჩაშენებული კარადები

ფართის დაზოგვის ერთ-ერთი მარტივი ხერხი კედელში კარადის ჩაშენებაა. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით, შემოსასვლელსა და საძინებელში მარტივად გამოვათავისუფლებთ რამდენიმე კვადრატულ მეტრს. ასევე მნიშვნელოვანია ავეჯის ფერი. ღია ტონები სივრცეს ვიზუალურად გაზრდის და სიმსუბუქეს შემატებს მას. სივრცის გაზრდის კიდევ ერთი ხერხი სარკეების გამოყენებაა. შესაძლებელია კარადის მთელი ფასადის სარკით მოპირკეთება.

შეკიდული ავეჯი 

ჩამოკიდებული ავეჯი დიზაინერების კიდევ ერთი საყვარელი ხრიკია. ეს ხერხი პატარა ოთახს ვიზუალურად ზრდის. თუმცა, სიმსუბუქის ეფექტის მისაღებად აუცილებელი არაა მხოლოდ შეკიდული ავეჯის დამონტაჟება, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია თხელ ფეხიანი ან თხელ საყრდენიანი ავეჯით, რომელიც ჩამოკიდებულის იმიტაციას ქმნის და შესაბამისად, სივრცეს მეტ ჰაეროვნებას სძენს.

გამჭვირვალე ავეჯი 

პატარა მაგიდა შუშის ზედაპირით, სასადილო ავეჯი პლასტმასისგან ან შუშისგან და საძინებლის ტუმბო ვიზუალურად ამსუბუქებენ ბინის ინტერიერს. ასეთი ავეჯი განსაკუთრებით მინიმალისტურ ან ჰაი ტექ სტილებს უხდება.

საწოლი სათავსოებით

პატარა ბინებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სათავსოს არსებობა, სადაც საძინებლის კუთვნილი საგნების შენახვაა შესაძლებელი. ბალიშები, საბნები და ზეწრები საკმაოდ დიდ ფართს იკავებს. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის საწოლები შესანახი სათავსოებით ნამდვილი შველაა.

დივანი-საწოლი

რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს პატარა ბინაში სრულყოფილი საწოლის ქონა, ხშირად მასზე უარის თქმა გვიწევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სტუდიოს ტიპის ან ერთ ოთახიანი ბინაა, სადაც სამი ადამიანი ცხოვრობს. დედა, მამა და ბავშვი. ამ შემთხვევაში მოხერხებული საწოლი-დივანი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

სეკრეტერი როგორც საწერი მაგიდის შემცვლელი

სეკრეტერი ბებიის ბინის მოძველებულ ნივთად გვეჩვენება, თუმცა სულ ტყუილად. საწერი მაგიდისა და სათავსოს ერთ ნივთში გაერთიანება ძალიან მოხერხებულია. დღევანდელ დღეს ასეთი ნივთის ბევრი ვარიაცია არსებობს და ის ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს დაამშვენებს.

კარადები ჭერამდე

პატარა ბინებში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება „ზემოთ ასვლაა“. ეს კი ჭერამდე ყველა სასარგებლო ფართის გამოყენებას ნიშნავს. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია პატარა სამზარეულოებში. უმჯობესია ნათელი ფერები ავირჩიოთ, რათა ოთახი უფრო მსუბუქი და ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ მაღალი ჩამოსაკიდი კარადა და შიგნით საჭირო ნივთები მოვათავსოთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ქართველი კერამიკოსები უკრაინის დასახმარებლად ერთიანდებიან

მიკრო სახლი ბრიტანეთის სოფელში