ახალი ბინის მოწყობა უამრავ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების რთული ეტაპი სრულდება და ჯერი დეტალებზე დგება. როდესაც საქმე ავეჯს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა კოფმორტსა და ესთეტიკურობას შორის, ვინაიდან ავეჯს თანამედროვე ინტერიერის დიზაინში არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს, არამედ ის დიზაინ ობიექტის როლსაც ასრულებს და გამორჩეული გარემოს შექმნაში გვეხმარება. Homeis.ge შეეცდება გაგიმარტივოთ ეს საქმე და შემოგთავაზოთ თბილისში მდებარე 10 მაღაზია, რომლებიც დაგეხმარებათ მოაწყოთ ბინა თქვენი გემოვნებისა და განწყობის მიხედვით.
MYSA Home თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის #6-ში მდებარე მაღაზიაა, რომელშიც წარმოდგენილია ავეჯი და სახლის დეკორის ნივთები. შოურუმში გვხვდება ისეთი მსხვილი კომპანიების პროდუქცია, როგორებიცაა HKLiving, Ikea, Bloomingville, &Klevering, Red Edition, Business & Pleasure, Zava და ა.შ.
ინტერიორისმო დიდ დიღომში, მუხადგვერდის ქუჩაზე მდებარეობს და ის მომხმარებელს ესპანურ ავეჯს, სანათებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
TON ჩეხური კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. შოურუმი, რომელშიც წარმოდგენილია გრეხილი ავეჯი ბინის, სასტუმროსა და კაფე-ბარებისათვის, მდებარეობს თბილისში, კეკელიძის 14 ნომერში.
JYSK მომხმარებელს სთავაზობს სკანდინავიური სტილის ავეჯს, აქსესუარებსა და სახლის დეკორს. კომპანია საქართველოში რამდენიმე ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის 4 შოურუმი გვხვდება თბილისში.
კარე მომხმარებელს გერმანულ ავეჯს, განათება და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილი მოდელები საკმაოდ გამორჩეული სტილით ხასიათდება და იდეალურია ექსტრავაგანტული ინტერიერის შესაქმნელად. მაღაზია მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის N 125-ში.
ლაბორატორია ჩემი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე. ეს არის საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არ“-ის ავეჯის მიმართულების პირველი კომპლექსური პროექტი, რომელიც ერთი სარკმლის პრინციპით სთავაზობს მომხმარებელს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს , მორგებულს სხვადასხვა ცხოვრების სტილზე. 10 000 კვ. მ-ის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ავეჯი და აქსესუარები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. აქვე შესაძლებელია წამყვანი საერთაშორისო ბრენდების შოურუმის ნახვა.
მუდო კონცეფტი აგრეთვე “აი სი არ“-ის ჯგუფში შემავალი ავეჯის მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს გამორჩეული სტილისა მქონე, გემოვნებიან ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს.
ავეჯის სახლი “ვერონას” შოურუმი მოიცავს 3 სართულზე გაშლილ 6 000 კვ.მ საგამოფენო სივრცეს, სადაც წარმოდგენილია იტალიური ავეჯი, სამზარეულოები, სამზარეულოს ტექნიკა, სანათები, დეკორაციები და აქსესუარები. მაღაზიის მისამართია: აღმაშენებლის ხეივანი 51
MOTIF წარმოადგენს მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც 1996 წელს დაარსდა საქართველოში და ის მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავეჯისა და დეკორის ელემენტებს სთავაზობს.