გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი საყვარელი ნივთები და ავეჯი გარეგნობას იცვლიან, რაც შეიძლება უამრავ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მაგალითად, მზის სხივების დაცემის კუთხე, დროთა განმავლობაში დაგროვილი მტვერი, საწმენდი საშუალებები და ასე შემდეგ. როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენთვის ერთ დროს განსაკუთრებული ავეჯი ძველებურად აღარ გამოიყურება, ახლით ჩანაცვლების მაგივრად, მათი რესტავრაცია შეგვიძლია, რაც საკმაოდ ეფექტური, თუმცა ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია. იმისთვის, რომ ჩვენი ავეჯი რესტავრაციის პროცესში უფრო მეტად არ დაზიანდეს, აუცილებელია ამ საქმის ექსპერტის დიდი ყურადღებით შერჩევა და უშუალოდ რესტავრაციის ეტაპზე მაქსიმალური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, დღეს რამდენიმე ადგილის შესახებ გიამბობთ, სადაც თქვენთვის ძვირფას ნივთებს პირვანდელ გარეგნობას დიდი სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით დაუბრუნებენ.