შექმენით ოთახები მხოლოდ ავეჯის გამოყენებით, უცნაურად ჟღერს, მაგრამ თან ძალიან საინტერესოა.
სახლის სხვადასხვა სივრცეებს კედლებითა და ტიხრებით მუდმივად გამიჯნულს ვხდით. ამ მხრივ, ავეჯის კონსტრუქცია ინოვაციური გამოგონებაა. მისი მეშვეობით სივრცის გაყოფა და გადაკეთება განსაზღვრული დროით შეგვიძლია. როდესაც მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ დაშალოთ და მარტივად გადაიტანოთ სხვა ლოკაციაზე.
სტატიაში სხვადასხვა ინტერიერია მოცემული, რომელთა დიზაინი ავეჯის კონსტრუქციით არის განსაზღვრული. ფოტოების დათვალიერებით თქვენც გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, თუ როგორ შექმნათ ყველასგან განსხვავებული და უცხო ინტერიერი.
1.
სასადილო სივრცე, შეგიძლიათ იატკში ჩასული მაგიდებითა სკამებით მოაწყოთ. ყოველგვარი ტიხრებისა და კედლების გარეშე შექმნით ილოზირებულ და უცხო გარემოს.
2.
ხისგან აგებული კონსტრუქცია საუკეთესოა წიგნების საკითხავად, დასავენებლად და ხალხთან საკომუნიკაციოდ. ამასთან ერთად, ხის კომფორტულობა ხელს შეგიწყობთ თქვენს პროდუქტიულობაში.
3.
ნახეთ, როგორ შეიძლება თაროებით საინტერესოდ სივრცის გამოყოფა და იზოლირება.
4.
ნათლად ვხედავთ კონსტრუქციის სტრუქტურას როგორი მარტივი და ღიაა. მიუხედავად მასშტაბური ზომისა, ბევრი ჭრილითა და შესასვლელით მთლიანი სივრვე ძალიან მოძრავი და ენერგიულია.
5.
საძინებლის იზოლირებისთვის შეგიძლიათ ასეთი ტიპის სამუშაო მაგიდა და თაროები შეიტანოთ თქვენს ინტერიერში.
6.
ასეთი კონსტრუქციით სახლში კომფორტული და მყუდრო გარემო იქმნება. აქაც ხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რბილი ბალიშებისა და ტექსტილების გამოყენება ყოველთვის დაგეხმარებათ სახლის მოწყობაში.
7.
ძალიან შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა, თაროს კედლებით.
8.
კომპაქტური და მყუდრო ხის საძინებელი.
9.
დიდ სივრცეებში შეგიძლიათ ცენტრში მოათავსოთ ასეთი თვალისმომჭრელი ობიექტები და თქვენი სივრცე მომენტალურად საინტერესო გახდება.
10.
ნახეთ, როგორ იყენებენ სარკის ჭერს სივრცის გასადიდებლად და თაროების უფრო სკულპტურული სახით გამოსაჩენად.