ამ სახლს და მის მეპატრონეებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ – სახლმა, ფაქტობრივად, “შემოაბრუნა” მათი ქალაქური ცხოვრება. როდესაც ჯედმა და ვიქტორიამ იქორწინეს, მათ შეიძინეს ეს ადგილი საიმისოდ, რომ შაბათ-კვირას ნიუ-იორკიდან ჩამოვიდოდნენ და მათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად კარგ დროს გაატარებდნენ. თუმცა, მოხდა ისე, რომ პანდემიამ და ჩაკეტილობამ მათ უბიძგა, რომ სწორედ აქეთ წამოსულიყვნენ.
“მანამდე ყოველთვის ვხუმრობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა აქ ცხოვრება სრული დროით,” – ამბობს ვიქტორია.
ახლა კი, რაც შეეხება სახლს.. წყვილის სურვილი იყო, ჰქონოდათ ისეთი სივრცე, რომელიც მოშორებული იქნებოდა მანქანების ხმაურს, იქნებოდა სრული სიმშვიდე და სიმყუდროვე. დიზაინერთან ერთად მათ მოუწიათ სახლში არსებული განლაგებების გადაკეთება. პირველი, რაც მათ გააკეთეს, იყო ბუხრის დაშლა და სამზარეულოს გაფართოება (“ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ხანძარსაწინააღმდეგო კოდების შესახებ”, ამბობს ვიქტორია). მათ გააფართოვეს ვერანდა და შექმნეს ადგილი გასართობად. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია იყო ავტოფარეხის საოჯახო ოთახად გადაკეთება.
გადახურვისას ჯედს დაებადა იდეა, რომ მეორე სართულზე ფანჯრები დაემატებინათ და მეორე სააბაზანო შეექმნათ, რის გამოც ოთახების განლაგების შეცვლა მოუწიათ.
სახლი ბერკშირში, მასაჩუსეტსის მახლობლად მდებარეობს, თუმცა კი, მისი მისამართი რომ არ ვიცოდეთ, აუცილებლად ვიფიქრებდით, რომ ის ბრიტანეთის ქალაქ ბერქშირში მდებარეობს. ამის თქმის საშუალებას მისი ინტერიერი გვაძლევს, რომელიც ძალიან ჰგავს ძველი ბრიტანული სახლებს ინტერიერს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლს თამამი დიზაინი აქვს, რადგანაც მასში უამრავ ფერსა და პატერნს ვხედავთ. დიზაინერმა და სახლის მფლობელებმა ერთგვარად გაბედეს, სრულიად სხვადასხვა ფერები და გამოსახულებები ერთმანეთის გვერდიგვერდ მოექციათ. ნეიტრალური სივრცეები კი მაქსიმალურად ფერადი დეკორით დატვირთეს. რომ შევაჯამოთ, ეს სახლი ნამდვილად ჰგავს იმ მშვიდ, ქალაქისგან მოშორებულ ადგილს, რომელიც სოფლის აურასაც იმდენადვე ატარებს, რამდენადაც – თანამედროვეობის.
არქიტექტურული და დიზაინ სტუდია: Sachs Lindores