in

ბაღის მოწყობის ძირითადი პრინციპები – ლანდშაფტის დიზაინერ ანა დავრიშაშვილის რჩევები

თბილი სეზონის დადგომასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბაღს, რომლის მოწყობასა და მოპირკეთებას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. მისი გათვალისწინება მიმზიდველი ექსტერიერის შესაქმნელად აუცილებელია. დღეს ლანდშაფტის დიზაინერ ანა დავრიშაშვილის რჩევებს გაგაცნობთ, რომლებიც გარე სივრცის კეთილმოწყობაში დაგეხმარებათ.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ბაღის დაპროექტებისას მნიშვნელოვანია მისი მდებარეობისა და სახლის არქიტექტურის გათვალისწინება, რათა ინტერიერმა და ექსტერიერმა ერთიანი, ჰარმონიული სახე მიიღოს. ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და ტერიტორიის იერსახეს ნიშნავს,კომპოზიცია“ კი – ხელოვნების ნიმუშის შექმნას. როდესაც ბაღზე მუშაობას ვიწყებ, ყოველთვის ვითვალისწინებ მის მდებარეობასა და სახლის არქიტექტურას, რათა არ დაირღვეს ჰარმონია შენობასა და ბაღს შორის. მუშაობის პროცეში აუცლებელია ბაღის დანიშნულების განსაზღვრა, რათა ზუსტად ვიცოდეთ, ისი მიღება გვსურს მისგან“, — გვიხსნის ანა.

ბაღის მახასიათებლების განსაზღვრა

დიზაინერი გვირჩევს, სასურველი მცენარეებისა და ყვავილების შერჩევამდე ბაღის ისეთი მახასიათებლები განვსაზღვროთ, როგორებიცაა — მზის სხივების ზემოქმედება, ნიადაგის ტიპი, უკვე არსებული ხე-მცენარეები, ფერდობები, მდებარეობა, ხედის წერტილები და ა. შ. თითოეული ფაქტორის გათვალისწინება შესაფერისი მცენარეებისა თუ დიზაინის ელემენტების შერჩევაში დაგვეხმარება.

ფუნქციური გეგმარება

ანას თქმით, ბაღის მოწყობამდე აუცილებელია ბაღის ტიპის განსაზღვრაც, რის შედეგადაც შესაბამისი კონცეფცია მუშავდება: როცა ინდივიდუალური ბაღის პროექტზე ვიწყებ მუშაობას, ვითვალისწინებ ბაღის ტიპს: სეზონური თუ მუდმივი. თუ ის მუდმივი საცხოვრებელი სივრცისთვის იქმნება, დამკვეთთან შეთანხმებით ეწყობა სხვადასხვა ზონ: მოსასვენებელი, საბავშვო, სპოტული თუ გასართობი სივრცე“. 

მთავარი წერტილის შერჩევა

დიზაინერი გვირჩევს, მნახველის ყურადღების მისაპყრობად ბაღში მთავარი წერტილი, ცენტრი შევქმნათ, რომელიც მის იერსახეს გაამრავალფეროვნებს. აქცენტის სახით შეიძლება გამოვიყენოთ მცენარე, დეკორატიული ქანდაკება, წყლის სარკე ან სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტი. ამგვარი გადაწყვეტა მიმზიდველ, ერთიან დიზაინს შექმნის.

მცენარეების შერჩევა

ბაღისთვის ისეთი მცენარეები უნდა შეირჩეს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველია, აქვს განსხვავებული ფერი, ტექსტურა და სხვადასხვა დროს ყვავილობს. ამგვარი მცენარეებით მუდმივად ცვალებადი ანდშაფტი იქმნება. ბაღი ყველა სეზონზე მრავალფეროვანი უნდა იყოს. კომპოზიციის აუცილებელი პრინციპებია: სიმეტრია და ასიმეტრია, გეომეტრიული ხაზები, მასშტაბურობა, პროპორცია და პერსპექტივა, ფერი, რიმი და პლასტიკა. პროექტირებისას ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი მიმზიდველობას კარგავს“,— აღნიშნავს ანა.

დიზაინერის თქმით, მცენარეების შერჩევისას განმსაზღვრელი კრიტერიუმებია კლიმატი, ნიადაგის ტიპი (PH) და მოვლის პირობები. ამის მიხედვით ირჩევა ესა თუ ის მცენარე და მისთვის შესაფერისი ადგილი ბაღში.

მოპირკეთება

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, პატარა ტერიტორიაზე მუშაობისას  საგანგებო დონეები, იარუსები იქმნება — გარკვეული წერტილები მაღლდება. ბილიკების განლაგება არა სწორხაზოვანი, არამედ მრუდეა. უმჯობესია 3-5 ფერის შერჩევა და მონოქრომული კომპოზიციის შექმნა. ვერტიკალური მოწყობა ტერიტორიას ვიზუალურად ადიდებს, სარკის ეფექტის შემოტანა კი კიდევ უფრო ზრდის სივრცეს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო „სარკე“ წყალია.

განათება და გაფორმება

ბაღში აუცილებელი ელემენტია განათება, რომელიც ორი სახისაა – ფუნქციური და დეკორატიული. ფუნქციური განათების განთავსება აუცილებელია ბილიკებთან, სხვადასხვა სივრცესთან, დეკორატიულისა კი – მცენარეებსა და წყლის სარკეებთან. ღამის განათება გარემოს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. დიზაინერი ხელოვნურად შექმნილი ელემენტების მნიშვნელობაზე გვესაუბრება და გვირჩევს: ხელოვნურად შექმნილი ელემენტები საინტერესო იერსახეს მისცემს თქვენს ბაღ. ეს შეიძლება იყოს პერგოლა, შირმა, ცოცხალი მცენარეების ბორდიურები და .. არასოდეს შეუშინდეთ ექსპერიმენტებს და ინდივიდუალობის გამოხატვას. გამბედაობით, შემოქმედებითობით, ფერების კომბინაციით, სხვადასხვა ტექსტურით და უნიკალური მცენარეები თქვენს პიროვნებას გარემოში ასახავთ, რაც აუცილებლად მოგანიჭებთ სიხარულს, სიმშვიდესა და კმაყოფილებას“.

ვფიქრობთ, სტატიაში მოცემული ინფორმაცია გამორჩეული სივრცის შექმნას გაგიმარტივებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პროფესიონალის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გეგმავთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები სააბაზანოში

სერიალ „Friends“-ის შთაგონებით შექმნილი სახლი ორთაჭალაში — შოთა ანდრიაძის ინტერიერი