სამხრეთ აფრიკაში, ლეიდისმიტში მდებარე ბაფელსდრიფტის ფერმის რენოვაციის პროექტმა 2019 წლის დომუსის რესტავრაციისა და კონსერვაციის (Domus Restoration and Conservation Award) პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.
რესტავრაცია მოიცავდა სვარტბერგის მთიან ველზე განლაგებული შენობების, მთავარი სახლის, ორი ბოსლისა და ღვინის მაღაზიის ახალი პროექტების შედგენას. გარდა ამისა, ამ ნაკვეთზე მდებარეობს თანამედროვე ფარდული, კოტეჯი და სასაფლაო.
როგორც ნაკვეთის მფლობელი, გრეგ ტრუენი( Greg Truen) ამბობს, შენობები რენოვაციამდეც გამართულ და კარგ მდგომარეობაში იყო, თუმცა რემონტის შემდეგ მათ სულ სხვაგვარი იერი მიეცათ. მთავარ სახლში 1970-იან წლებში ჩატარებული რენოვაციის გადმონაშთები პოექტზე მუშაობისას სრულიად გააქრეს, თანამედროვე სამზარეულო და სააბაზანოები კი ისე შეცვალეს, რომ ნაკრძალად ქცეულ გარეთა ნაკვეთს მარტივად უკავშირდებიან.
ნაკვეთზე ასევე აშენდა ღვინის დასაყენებელი დამატებითი სახლის ტიპის ნაგებობა, რომლის დიზაინი და კონსტრუქცია თანამედროვე არქიტექტურული მეთოდებითა და მასალით შეიქმნა – ტალახისა და „სიმინდის ტაროს“ (“cob”) კედლებით, აგურის სახურავით. დაპროექტდა ასევე სახლის მიმდებარე ლანდშაფტი, რომელმაც დაბალი ტერასის ფორმა მიიღო.
მთავარ სახლს T ასოს ფორმა აქვს – მისაღები ოთახის ორივე მხარეს საძინებელი ოთახებია განთავსებული, ხოლო მის გაყოლებაზე სასადილო სივრცეში აღმოვჩნდებით.
ფოტოგრაფი: Adam Letch