ძველი ავტოსადგომის ლოფტად გადაკეთება არის პროექტი, რომლის მიზანი იყო უკიდურესად ინტიმური სივრცის შექმნა დასასვენებლად, რათა მფლობელებს დროის გაჩერება და ჩვეულებრივი ცხოვრებისგან შორს დამალვით სიამოვნების მიღება შეძლებოდათ.
სახლი ბარსელონაში, მონჟუიკის ფერდობზე მდებარეობს. სიახლოვე Refugio 307-თან, დაბომბვისგან თავის დასაცავად შექმნილ გვირაბებთან, რომლებიც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მოქალაქეების დასაცავად აშენდა, შემთხვევითი არ არის და, როგორც ჩანს შესაფერისი მეტაფორაა.
რენოვაციის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭა ბუნებრივ მასალებს. კიდევ ერთი მახასიათებელი, რამაც პროექტი მდგრადი გახადა, იყო გადამუშავებული მასალების გამოყენება და ის ფაქტი, რომ კედლების, იატაკის, სახურავის, დეკორაციის მოპირკეთება, ასევე ჰიგიენური ელემენტები, როგორიც არის, მაგალითად, ონკანი, ხელნაკეთია. ავეჯის უმეტესობა, ზოგიერთი სანათი და დეკორის ელემენტები ასევე ხელნაკეთია და უშუალოდ დიზაინერის მიერ არის წარმოებული.
„როდესაც სახლში პირველად შევედი, ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა მშვიდი თავშესაფრის ადგილის შექმნის პოტენციალი და გარშემო არსებული ნარჩენებისგან, მასალებისგან, დიდი შთაგონება მივიღე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათი გამოყენება. მაგალითად, გარე სრიალა კარის ჩარჩო და შიდა კიბე დამზადებულია ფოლადის ფირფიტისგან, რომელიც ადრე ანტრესოლისთვის გამოიყენებოდა. სპილენძის ძველმა ნარჩენმა წარმოშვა ონკანის იდეა, ხოლო ხის რამდენიმე ძველი ფიცრისგან სამზარეულოს მაგიდა დავამზადეთ. ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველაფერი, რათა ჯადოსნური ატმოსფერო შემექმნა.“