in

Bat Trang House – VTN Architect-ის ვიეტნამური პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ვიეტნამში, ბატ ტიანგში (Bat Trang) განხორციელებულ ამ პროექტს „Bat Trang House“ ეწოდება და ის 740 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი ლოკაცია უნიკალურია – ბატ ტიანგს კერამიკულ სოფელს უწოდებენ, რომელიც მთელს მსოფლიოში გამოირჩევა მრავალწლოვანი კერამიკისა და თიხის დამუშავების ოსტატობით.

სახლის ექსტერიერი სწორედ ამ ადგილის ისტორიითა და ტრადიციული სილამაზითაა შთაგონებული, ინტერიერი კი თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებსაა მორგებული. სახლის სივრცული განლაგება განპირობებულია მისი მფლობელის შეხედულებებით – დამკვეთს სურდა, რომ „სახლურ“ ფუნქციებთან ერთად პროექტში ბუნებაც ყოფილიყო ინტეგრირებული.

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

არქიტექტურული სტუდიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი შენობის აგება, რომელიც შვიდკაციანი ოჯახისთვის კომფორტული საცხოვრებელიც იქნებოდა, სტუმრებსაც დაიტევდა და ამავე დროს მასში კერამიკული ნივთების მაღაზიის განთავსებაც იქნებოდა შესაძლებელი. ამ მიზნის მისაღწევად არქიტექტორებმა პროექტის მთავარ მასალაებად გამოიყენეს სოფლის ბუნებრივი მასალები, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, თიხა ლიდერობს. სახლის მთელი ექსტერიერის ფასადი კერამიკული აგურებითაა დამზადებული. ეს აგურები სათითაოდ დამზადდა, რათა ექსტერიერს რითმული ვიზუალი ჰქონოდა. მარტივად შესამჩნევია ნაპრალები აგურებს შორის, რომლებიც სახლში ჰაერისა და სინათლის მარტივად შეღწევას უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე, სახლი ენერგოეფექტურიცაა. მას არ სჭირდება ჰაერის გამაგრილებელ-გამათბილებელი სისტემები და იგი აღჭურვილია მზის ენერგიის გამომმუშავებელი პანელებით.

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

რაც შეეხება სახლის ინტერიერს, ის მინიმალისტურია. სახლში თავისუფლადაა გამოყენებული მინის პანელები, რადგან მათი გადახურების საშიშროება არ დგას. ფართო ფანჯრები და შიდა გამწვანება ინტერიერს სიმყუდროვეს სძენს და გამაჯანსაღებელ, ცოცხალ ელფერს მატებს.

Bat Trang House / VTN Architects,© Hiroyuki Oki

Bat Trang House / VTN Architects,Elevation 02

Bat Trang House / VTN Architects,Third Floor Plan

Bat Trang House / VTN Architects,Site Plan

Bat Trang House / VTN Architects,Section

Bat Trang House / VTN Architects,Second Floor Plan

Bat Trang House / VTN Architects,Basement Plan

Bat Trang House / VTN Architects,Fourth Floor Plan

 

ფოტოგრაფი: Hiroyuki Oki

24 კვ/მ ბინა ახალ აღმაშენებელზე – განახლებული ინტერიერი 200 წლიან შენობაში

რემონტის შეცდომები – ნია კუტალაძის გამოცდილება