in

დიზაინერ ბელენ დომეკის რანჩოს ტიპის სახლი ტოლედოში

Banner M2
Banner M2

ინტერიერის დიზაინერის ბელენ დომეკის დასასვენებელი სახლი ტოლედოს მახლობლად, მადრიდის სამხრეთ-დასავლეთით, თანამედროვე რანჩოს ჰგავს, მაგრამ ის ასევე ტრადიციული ფერმერული სახლის ხასიათსაც ავლენს.

სანამ უშუალოდ სახლზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ მისი მიმდებარე გამწვანებული სივრცე, რომელზეც აშკარად ბევრია ნამუშევარი. როგორც თავად სახლის მფლობელი ყვება, ლანდშაფტის დიზაინზე იესუს იბანესმა იმუშავა.

ბაღიდან შევდივართ სახლში, რომელსაც აქვს დიდი მინის კარები და ხის ფიცრებისგან შეკრული ჭერი. შესასვლელში ყურადღებას იპყრობს მე-16 საუკუნის ბელგიური გობელენი, რომელიც ანტიკვარული ფრანგული მაგიდის თავზეა ჩამოკიდებული.

ეს კი მისაღები ოთახის კარია, რომელსაც გვერდს უმშვნებენ ძველი, დიდი ზომის ქოთნები, ხოლო ზემოთ კი – ირმის რქები.

მისაღები ოთახი სრულიად თეთრი ფერისაა, თუმცა, მას აფერადებს ავეჯი, განსაკუთრებით კი ფერადი ბალიშები, ჭერში განთავსებული ხის მორები და კედელზე დაკიდებული ნახატი. მოკლედ რომ ვთქვათ, რანჩოსთვის დამახასიათებელი განწყობა ამ ოთახში ნამდვილად იგრძნობა.

სამზარეულოში ღია თაროები, მწვანე ფერის  სკამები და სამზარეულოს კარადები ნამდვილად ქმნიან სოფლის განწყობას.

ამ კონკრეტულ სივრცეში კი ბელენის სტუდიის ხის კომოდი და ფერადი სუფრა ქმნის მთავარ განწყობას. ოთახს ასევე ამხიარულებს ხის მოწნული სკამები.

ოჯახი ხშირად იკრიბება აქ, პლატფორმაზე განთავსებულ ბუხართან, რომელიც, ძალიან ორიგინალური და მყუდრო ადგილია შეკრებებისთვის.

ფოტოგრაფი: MONTSE GARRIGA GRAU

სახლის გაფორმების რამდენიმე ხერხი, რომელიც სივრცის ტრანსფორმაციას მოგანდომებთ

მწვანე გადახურვის ზოგადი პრინციპები – ირაკლი გოგოხიას გიდი