in

Beli House — გამორჩეული დიზაინის მქონე სახლი ბუნების შუაგულში

Alliance Group
Alliance Group

60-იან წლებში, როდესაც ანტვერპენი (ბელგია) არქიტექტურული ექსპერიმენტების ადგილი იყო, ამ ტყიან ტერიტორიაზე რამდენიმე საინტერესო ვილა აშენდა. დღეს კი ჩვენ ერთ-ერთ ასეთ შესანიშნავ არქიტექტურულ ნამუშევარს განვიხილავთ.

სამწუხაროდ, თავდაპირველი სტრუქტურის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ შენობის დღევანდელი სტანდარტების მიხედვით განახლება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ზოგადად სახლების ფუნქციონალურობის ცვლილებამ, სახლიდან მუშაობის, დატვირთული ოჯახური ცხოვრებისა და სხვა მსგავსი ფაქტორების ფონზე, სახლის თავდაპირველი ფართობის გაზრდა გამოიწვია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შენობის აღდგენა, მისი ორიგინალური არქიტექტურული თვისებებისადმი მტკიცე პატივისცემით, უკეთესი ვარიანტი აღმოჩნდა.

ერთი შეხედვით შემთხვევით განლაგებული ბეტონის კედლები, შიდა და გარე სივრცეებს, ასევე მათ ფუნქციებს განსაზღვრავს. სიმაღლისა და ორიენტაციის თვალსაზრისით, მათი განსხვავებულობა საშუალებას იძლევა, რომ კედლებმა რამდენიმე ფუნქცია შეასრულოს. პირველი სართული შექმნილია იმისთვის, რომ „მომავლისადმი გამძლე“ იყოს. ლოფტის მსგავსი სივრცე, რომელიც ვიზუალურად ბეტონის კედლების საშუალებით არის დაყოფილი, ყველა აუცილებელ ფუნქციას აერთიანებს.

ბავშვების საძინებლები განთავსებულია ზედა სართულზე. ის მოგვაგონებს სარკის „ყუთს“, რომელიც, ტყის პეიზაჟის არეკვლის გამო, უხილავია. ეს ვილას საშუალებას აძლევს, გლუვი, ბუნგალოს მსგავსი გარეგნობა შეინარჩუნოს. ბაღს, ბეტონსა და მინას შორის ვიზუალური და სივრცითი ურთიერთქმედება, ასევე სარკის ანარეკლები შენობას განსაკუთრებულ, დროის დინებისადმი გამძლე იერსახეს სძენს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ყვითელი ფერი ინტერიერში — რჩევები და მაგალითები

როგორ შევქმნათ კლასიკური სტილის თანამედროვე ინტერიერი – ნანა თავდუმაძის რჩევები