1883 წელს ირლანდიელმა ბენჟამინ მურმა საკუთარ ძმასთან, რობერტ მურთან ერთად საღებავების ახალი მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. ძმებმა მაღაზია ნიუ-იორკში, კერძოდ – ბრუკლინში გახსნეს და თავდაპირველად, 2000$-ის ღირებულების პროდუქციის გაყიდვით დაიწყეს, დღეს კი Benjamin Moore & Co -ს სახელით ცნობილი საღებავების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.
ძმების პირველი პროდუქტი კედლის საღებავი იყო, რომელიც Calsom Finish – ის სახელითაა ცნობილი. ბენჟამინის იდეა ერთგულებითა და სულისკვეთებით შექმნილი ხარისხიანი საღებავების გაყიდვა გახლდათ და მისი ჩანაფიქრი რეალობად მალევე იქცა.
სამწუხაროდ, ბრუკლინში მდებარე მაღაზია ერთ წელზე ნაკლებში ხანძრის შედეგად დაიწვა, თუმცა ამის შემდეგ ძმები ახალ მისამართზე გადავიდნენ და სამი დღეში ახალი მაღაზია უკვე მზად იყო.
1925 წელს კომპანიამ საკუთარი ლოგოც შექმნა, M-ის ფორმა, რომელიც სამკუთხედის შიდა ნაწილშია მოთავსებული.
ბენჟამინ მურმა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი განვითარების გზა განვლო, 1889 წლიდან ის მთელს ნიუ-იორკს მოედო და ნიუ-ჯერსის შტატშიც გადავიდა, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საღებავების ბრენდია.
1928 წლისთვის ბრენდს დაახლოებით 20-მდე ფერის საღებავი ჰქონდა. დღესდღეობით ბენჟამინ მურის 3500 ზე მეტი ფერის საღებავის შეძენაა შესაძლებელი და მათი ხარისხი დღემდე შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.