in

რა უპირატესობა აქვს ბეტონის დეკორატიულ ფილებს აივნისა და ეზოს მოპირკეთებისას?

IPS
IPS

რემონტის მიმდინარეობისას, ეზოსა თუ აივნის მოპირკეთებისას ერთ-ერთი გავრცელებული მასალაა ბეტონის დეკორატიული ფილა, რომელიც მრავალი უპირატესობით ხასიათდება და პრაქტიკული თუ ესთეტიკური თვისებებით გამოირჩევა. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ იმ ძირითად ფაქტორებს, რის გამოც მშენებლობასა და რემონტში ბეტონის დეკორატიული ფილა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა და მედეგობა — ბეტონის დეკორატიული ფილა გრძელვადიანი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ის დიდი ხნის განმავლობაში უძლებს სხვადასხვა ექსტრემალურ პირობას. მედეგია წყლის, სითბოსა და სიცივის მიმართ. მისი მყარი ფაქტურიდან გამომდინარე ეფექტურად უძლებს ძლიერ დატვირთვასაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეზოს პირობებში. მაგალითად, სპეციალისტების თანახმად, საფეხმავლო ბილიკებზე უმჯობესია მინიმალური სისქის — 4 და 6 სმ-იანი ფილები დავაგოთ, ხოლო შედარებით სქელი მოდელები — 10 სმ-იანი ფილა სამანქანო ზონებზე გამოვიყენოთ, რადგან მაღალი წონის პირობებში მათი დაზიანების საფრთხე მინიმალურია.

კომფორტული გამოყენება — ბეტონის დეკორატიული ფილები ძალიან მარტივი მოსავლელია, რადგან წყლით ან სპეციალური სარეცხი საშუალებით ადვილად იწმინდება. ფილები მდგრადია ლაქების მიმართაც, რაც დიდი უპირატესობაა, რადგან გარე სივრცეებში ხშირია ჭუჭყის, წყლის ან მტვრის დაგროვების ალბათობა. ამავდროულად, ფილების დაგება შესაძლებელია ნებისმიერი რელიეფის მქონე ზედაპირსა და ზონაზე, რაც უფრო კომფორტულს ხდის მათ გამოყენებას.

მონტაჟის სიმარტივე — ბეტონის დეკორატიული ფილების მაღალ მოთხოვნას, ხშირ შემთხვევაში, მისი მონტაჟის სპეციფიკა და ინსტალაციის სიმარტივე განაპირობებს. დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დეკორატიული ფილა ხრეშისა და ქვიშის ბაზაზე კეთდება. ფილების დაგებამდე ნიადაგი გარკვეულ წერტილებში იხვრიტება, შემდეგ ზედაპირზე დახრილობა კეთდება, რათა ფილებზე მოხვედრილი წყალი არ დაგუბდეს და კონკრეტულ ადგილას გადაინაცვლოს. მონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზიანებული ფილის შეკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან სხვა მასალებისგან განსხვავებით, ბეტონის ამოტეხა და დემონტაჟი საჭირო არ არის და ზედაპირის ყოველგვარი დაზიანების გარეშე კონკრეტული ფილა ადვილად იცვლება, რაც მომხმარებლებს სარემონტო ხარჯებს უმცირებს და გაუთვალისწინებელი გართულებებისგან იცავს.

ვიზუალური მრავალფეროვნება — ბეტონის დეკორატიული ფილა ბაზარზე სხვადასხვა დიზაინსა და ფერშია წარმოდგენილი, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს და განსხვავებული სტილის ექსტერიერს ადვილად ეხამება. დიზაინის მრავალფეროვნების წყალობით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც მინიმალისტური, კლასიკური, ასევე თანამედროვე, ფერადი მოდელები და საინტერესო კონტრასტი შექმნას გარე სივრცეში, რაც ეზოსა თუ აივანს ბევრად ეფექტურსა და მიმზიდველს გახდის.

ეკონომიურობა — ბეტონის დეკორატიული ფილა, სხვა მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით ხელმისაწვდომია. საშუალოდ, მისი ფასი 1 მ²-ის გათვალისწინებით, 21 ლარიდან იწყება, ღირებულება კი პროდუქტის დიზაინსა და სისქეზეა დამოკიდებული, ამიტომ მომხმარებელს სასურველი საფასო კატეგორია შეუძლია შეარჩიოს.

ამგვარად, ეზოსა და აივნის მოსაპირკეთებლად განკუთვნილი ბეტონის დეკორატიული ფილა ხარისხით, გამძლეობით, კომფორტულობით, ესთეტიკური მიმზიდველობითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტყეში ჩაძირული სახლი – idsp arquitetos საუცხოო ნამუშევარი

გეომეტრიულ ხაზებზე დაფუძნებული დიზაინი მარშალ გელოვანის გამზირზე — ანა სარალიძის ნამუშევარი