in

„TIMM Architecture“-ის პროექტმა — „House Around the Tree“ ევროპული პრემიის „BIG SEE“-ის საცხოვრებელი სახლის კატეგორიაში გაიმარჯვა

TIMM Architecture“-ის პროექტმა — „House Around the Tree“  საცხოვრებელი სახლის კატეგორიაში  პირველი ადგილი დაიმსახურა და ევროპული პრემიის „BIG SEE Awards“-ის ჯილდო მოიპოვა.

BIG SEE Awards“-ი შეიქმნა, როგორც რეგიონული ჯილდო, რომელიც სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის შემოქმედებითი საქმიანობისა და ბიზნეს სექტორის განვითარებას, წახალისებას ისახავდა მიზნად. თუმცა დღესდღეობით ის საერთაშორისოდ აღიარებული პრემიაა, რომელიც ხელს უწყობს არქიტექტურაში, ინტერიერის, პროდუქტისა და მოდის დიზაინში ორიგინალური ნამუშევრების შექმნასა და მათ საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებას.

აღნიშნული კონკურსი სხვადასხვა კატეგორიებს აერთიანებს, როგორებიცაა საცხოვრებელი სახლები, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო შენობები, ტურისტული, საზოგადოებრივი ნაგებობები, საჯარო და ღია სივრცეები თუ ლანდშაფტის დიზაინი. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულებს ჟიურის წევრები არჩევენ. ხოლო პროექტები ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით — შენობის ინოვაციურობა, ორიგინალურობა, დიზაინი, მდგრადობა, ფუნქციონალურობა, გარემოსადმი დამოკიდებულება და კულტურული, სოციალური ცნობადობის ამაღლება.

სწორედ ერთ-ერთ მიმართულებაში, საცხოვრებელი სახლების  კატეგორიაში გაიმარჯვა  „TIMM Architecture“-ის პროექტმა — „House Around the Tree“, რომელიც თბილისის მახლობლად, ოქროყანაში მდებარეობს. ეს არის თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის შენობა, რომელიც გარემოსთან სრული ჰარმონიით ხასიათდება და სადაც შიდა და გარე სივრცეები ერთმანეთს შეუფერხებლად უკავშირდება.

სახლსა და ეზოს შორის ზღვრის წასაშლელად, პროექტი ორი ხის ირგვლივ დაპროექტდა, რომელიც ინტერიერსა და ექსტერიერში განთავსდა, სახლის კონცეფცია კი მათ გარშემო განვითარდა.

სამ სართულიანი სახლი დაქანებულ რელიეფზეა განლაგებულ და სივრცობრივად ზონირება ჭრილშია გადაწყვეტილი.  გეგმარება კი ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად ხდება ბუნებასთან დაახლოება და მაცხოვრებლებისთვის მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო იქმნება. ამასთანავე, სახლი ბუნებრივი მასალებით — ბეტონითა და ხით არის მოპირკეთებული, რაც უნიკალურ, მინიმალისტურ დიზაინს და დახვეწილ ესთეტიკას განაპირობებს.

„BIG SEE Awards“-ის დაჯილდოება 2024 წლის 15-16 მაისს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართება „BIG SEE“-ის არქიტექტურული ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დარგის წამყვანი  სპეციალისტები და პროფესიონალები დაესწრებიან.

პროექტის სრულად გასაცნობად გადადით ბმულზე

ავტორის პრობლემატიკა არქიტექტურაში — ნინო იმნაძის ხედვა

Magis – შრომითა და გამბედაობით შექმნილი იტალიური ბრენდის ისტორია