in

ბინა ახალ აშენებულ კორპუსში: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენას, როგორც ამ ქვეყნად ყველაფერს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სწორედ ამიტომ, დღეს ამ თემის განხილვა გადავწყვიტეთ და თქვენი ყურადღების გამახვილება რამდენიმე დეტალზე გვსურს.

ახალი შენობის ძირითადი უპირატესობები

ახალ აშენებული ბინების მთავარი უპირატესობები შემდეგ მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს:

  1. ეს იქნება სუფთა საცხოვრებელი, რომელიც განახლებული და უახლესი ტექნოლოგიით აშენდა – სახლი, რომლის მშენებლობისას თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მასალები იქნა გამოყენებული.
  2. ახალი შენობის ბინას თავისი ახალი და სუფთა ისტორია ექნება.
  3. ახალ შენობებში მეზობლები, უმეტეს შემთხვევაში, თანაბარ სტატუსსა და ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათთან კომუნიკაციასა და საერთო ინტერესების მოძიებას.
  4. ხშირად მომავალ მფლობელს, დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკების საფუძველზე, ბინის პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ეძლევა.
  5. ახალ აშენებულ კორპუსში საცხოვრებლის დიზაინი იქნება ისეთი, როგორიც ამ ბინის მფლობელს სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დიზაინის შესაქმნელად ძველის გადაკეთება ან საერთოდ მოშორება საჭირო არ იქნება, რადგან შეგიძლიათ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ.
  6. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები უპირატესობა ის არის, რომ ასეთი ბინის ღირებულება უკვე აშენებული და სრულად დასრულებული ბინის ღირებულებაზე უფრო დაბალი იქნება.

ახალი ბინის შეძენის ნაკლოვანებები

იმისთვის, რომ სრული სურათის დანახვა უფრო უკეთ შევძლოთ, ზემოთ ჩამოთვლილ დადებით მხარეებთან ერთად, აუცილებელია, ახალ აშენებული კორპუსის ბინის ნაკლოვანებებზეც ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში 6 ძირითადი პუნქტია გასათვალისწინებელი:

  1. ახალაშენებული საცხოვრებლის შეძენის შემთხვევაში, ბინაში დაუყოვნებლივ გადასვლას ვერ შეძლებთ. უმეტეს შემთხვევაში გარკვეული დროით ლოდინი მოგიწევთ
  2. კორპუსის შესახლების პირველ ეტაპზე სახლის მიმდებარე ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იქნება.
  3. სამშენებლო სამუშაოებისთვის ვადები ყოველთვის გარკვეული და მკაცრად ფიქსირებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მობინადრეების რემონტი განსხვავებული ვადით წარიმართება და თქვენ ვერაფერს იზამთ ამასთან დაკავშირებით.
  4. ბინის ყიდვის შემდეგ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხანგრძლივი პერიოდი დაიწყება.
  5. კორპუსის მშენებლობის პირველ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას, ლიფტით სარგებლობას ვერ შეძლებთ.
  6. ახალ აშენებულ კორპუსში ვერ გამოიცნობთ, თუ როგორ მეზობლებთან ერთად მოგიწევთ შენობაში ცხოვრება, ამას მხოლოდ დრო გიჩვენებთ.

რომ შევაჯამოთ, ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენის უპირატესობები მნიშვნელოვნად წონის შესაძლო ნაკლოვანებებს. ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მხარეების უმეტესობა, საბოლოოდ, მაინც დადებით ფაქტორად გარდაიქმნება ან საერთოდ გაქრება. მაგალითად, დროთა განმავლობაში, მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა აღდგება და სარემონტო სამუშაოებიც დასრულდება. თუმცა, არსებობს გზა, რომლის საშუალებით ამ დროებითი დისკომფორტის თავიდან არიდებაა შესაძლებელი. ამისთვის გირჩევთ, ბინა შეიძინოთ ისეთ შენობაში, რომლის მშენებლობაც უკვე ფინალურ ეტაპზეა და შესაბამისად, ყველაზე შრომატევადი და არაესთეტიკური სამუშაოები დასრულებულია. თბილისში ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი ნამაი ვაკეა, სადაც მშენებლობა უკვე ბოლო ეტაპზეა და ამჟამად ტერიტორიის გამწვანება და კონსიერჟ ზონის მოწყობა მიმდინარეობს. ამას გარდა, კომპანია მომხმარებელს ბინის ჩაბარების განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. საუბარია “ნამაი სტანდარტზე”, რაც გულისხმობს იმას, რომ ბინის მესაკუთრეებს აქ ე.წ. „მწვანე კარკასისთვის“ დამახასიათებელი პირობების გარდა, დამატებით ევროპული ხარისხის თბილი იატაკი, გაგრილება-გათბობის სისტემა, თერმო რეგულატორი, ჰაერის გამწმენდი რეკუპერატორი, ინდუქციური ქურა, შემოსასვლელი კარის დომოფონი და სველ წერტილებში შეკიდული უნიტაზის ავზი დახვდებათ. შესაბამისად, აღნიშნული კომპლექსის მობინადრეებს მარტივად შეეძლებათ ახალ აშენებული კორპუსის ყველა უპირატესობით სარგებლობა და ახალი შენაძენით მიღებული სიამოვნების ბოლომდე შეგრძნება.

Khmaladze Architects-ის “Meama Collect – Beach” A+Awards 2022-ის გამარჯვებულია

7 შეცდომა, რომელსაც სააგარაკო სახლის შეღებვისას უნდა მოერიდოთ