ძველებურ ფინურ პროექტებში ხშირად გვხვდება სამზარეულოსთან ახლოს დაგეგმარებული საძინებელი. ასეთი საძინებლები, როგორც წესი, ძალიან პატარა ზომისაა და ძირითდად მხოლოდ მცირე ზომის საწოლს იტევს. თუმცა, ამ ბინის მეპატრონეებმა მისი ზომა ოდნავ გაზარდეს იმის ხარჯზე, რომ გაუქმდა კარი სამზარეულოსა და საძინებელს შორის, მცირე გამყოფი ტიხარი კი შუშისაა, რაც სივრცის შეძლებას უფრო აძლიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბინის ფართობი სულ რაღაც 36 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სიმჭიდროვე არ იგრძნობა, რადგან ძირითად ტონებად შერჩეულია თეთრისა და ღია ნაცრისფრის კომბინაცია, რომელიც ვიზუალურად ადიდებს სივრცეს.
საკმაოდ საინტერესოა სამზარეულო, რომელიც მოთავსებულია საძინებელსა და მისაღებ ოთახს შორის. ამ სივრცის მთავარი ხიბლი შუშის ტიხარში მდგომარეობს, რომლის წყალობითაც საძინებლიდან შემოსული ბუნებრივი განათება სამზარეულოშიც თავისუფლად აღწევს. აქვეა მოწყობილი სასაუზმე ბარი, რომელის გამოყენება საკვბის მოსამზადებლად ან უბრალოდ დილის ყავის მისართმევად არის შესაძლებელი.
საძინებლი საკმაოდ მცირე ზომისაა, თუმცა აქ კომფორტულად მოთავსდა პატარა ორ-ადგილიანი საწოლი, გარდერობი და მაკიაჟის ზონა.
მისაღები ოთახი მშვიდ მონაცრისფრო ტონშია გადაწყვეტილი და გაფორმებულია ფერადი აქსესუარებით. აქ გვხვდება მოსასვენებელი კუთხე და სასადილო ზონა, რომელსაც ულამაზესი ხის მაგიდა და სკამები ამშვენებს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2