in ,

თანამედროვე დიზაინის ბინა “Axis Towers”-ში – Design Avenue-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

თანამედროვე სტილის პროექტი, რომლის საერთო ფართი 215 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თბილისში, „Axis Towers”-ის კომპლექსში მდებარეობს და მის ინტერიერზე დიზაინერმა მარიამ ჯოჯუამ იმუშავა.

ბინაში გამოყენებული თანამედროვე ავეჯი და მასალები ქმნის ძლიერ ექსპრესიას და თითოეულ სივრცეს უნიკალურობას ანიჭებს. ბეტონი, ხე, მეტალი და ლომბარდიის კარიერების რუხი მარმარილო „Ceppo di Gre“ – ეს სწორედ ის მასალებია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ინტერიერის დიზაინის კონცეფციაში.

ბუნებრივად განათებული ღია სივრცე, რომელსაც მსუბუქად ჰყოფს ფუნქციური და მოძრავი ტიხრები, ინარჩუნებს გახსნილი საერთო ფართის შთაბეჭდილებას.

არსებული სივრცის არქიტექტურული ფორმების რიტმი და ხასიათი საერთო კონცეფციის მნიშნელოვანი მახასიათებელია. თითოეული განათება, რომელიც შექმნილია „Flos“-ისა და “Design Avenue“-ს კოლაბორაციით, სწორედ ამ კომპოზიციური მთლიანობის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ სააბაზანო სივრცეები იდეურად მსგავსი ხასიათის მატარებელია. მათში მთავარ აქცენტად გვევლინება აბაზანის ავეჯის გეომეტრიული ფორმები, „Appiani“-ს მოზაიკა და „Gessi”-ის მასკულინური და ამავდროულად ელეგანტური შემრევი სისტემები.

დამკვეთის სურვილი, აქტიური დღის ბოლოს ჰქონოდა განტვირთვის საშუალება, მიღწეულია ხელოვნურად დაპროექტებული ტერასის იდეით. გარე სივრცის ილუზიას ქმნის ჰორიზონტალური მუხის ჭერი, ბუნებრივი ქვის იატაკი და „Minotti”-ის დახვეწილი გარე ავეჯი.

ინტერიერში გვხვდება ისეთი წამყვანი ბრენდების დიზაინ ობიექტები, როგორიც არის „Desalto“-ს არაერთი პრიზის მფლობელი მაგიდა „Clay“, ცნობილი დიზაინერი მაიქალ ანასტასიადესის და Flos-ის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი სანათების სისტემა „Arrangement” და “Minotti”-ის გარე ავეჯის კოლექცია „Tape Cord“ იაპონური წამყვანი სტუდიის, “Nendo”-ს დიზაინით.

 

საპროექტო გუნი : მარიამ ჯოჯუა, დავით ღვინეფაძე, სერგი ვართანოვი

ქოფირაითერი: ქეთევან ცინცაძე

არქიტექტურული სტუდია : Design Avenue

შესრულებული სამუშაოები: ინტერიერის დიზაინი და სარემონტო სამუშაოები

პროდუქციით უზრუნველყოფა : Design Avenue

ფოტოგრაფი : ლუიზა ჩალათაშვილი

ამერიკული სტილის სახლი პორტლენდთან ახლოს – დიზაინერ JESSICA HELGERSON-ის საცხოვრებელი

როგორ იცვლება კედლის ფერი დღის სინათლის ცვალებადობასთან ერთად