in

მინიმალისტური ბინა ბაგებში – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

ბაგებში მდებარე 75მ2 ფართობის მქონე სადა და დახვეწილი ბინის დიზაინი ანუკა თავართქილაძეს ეკუთვნის. სივრცე მოიცავს დიდ საერთო ოთახს, სამზარეულოს, ორ საძინებელს, მცირე საგარდერობო ზონას და ორ სველ წერტილს.

ბინაში შესვლისთანავე ვხვდებით სტუდიოს ტიპის ოთახს, სადაც სამზარეულო და მისაღები ოთახებია გაერთიანებული და მისი ფართობი 30 კვადრატული მეტრია. ოთახს დიდი ზომის ფანჯრები ამშვენებს, საიდანაც სახლი მზის სხივებსა და სინათლეს ირეკლავს. სივრცის განათებას ხელს უწყობს სადა და ღია ფერის კედლებიც.

სახლი მთლიანად მინიმალისტური დიზაინითაა დაპროექტებული.

სამზარეულოს ნაწილში ვხვდებით შავი და მუქ მწვანე ფერებს, მათ შორისაა ხის სკამები და თაროები, რომლებსაც ასევე მწვანე ფერის მცენარეები ამშვენებს და ამ ყველაფერს ღია ყავისფერი იატაკი აერთიანებს.

საძინებელი ოთახი თბილი, სადა და კომფორტულია. ფერები სხვა ოთახების დიზაინთანაა თანხვედრაში. ოთახში განთავსებულია საწოლი, მის კიდესთან შეხამებული სამუშაო მაგიდა და პატარა სკამი.

რაც შეეხება სააბაზანოს, გამონაკლისი არც სახლის ეს ნაწილია, რომელიც შავ-თეთრ და ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი.

საბოლოო ჯამში, სახლი მყუდრო და კომფორტულ ხასიათს ატარებს, რაც მის მფლობელს დასვენების, განტვირთვისა და კომფორტის მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს.

ARTEK – ფინური ავეჯის გლობალური წარმატების ისტორია

ძველი სამლოცველოს საინტერესო გარდასახვა — მყუდრო სახლი ინგლისში