in

ღია გეგმარების მინიმალისტური ბინა ბეტონის ელემენტებით

ლოფტის სტილის ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ბრატისლავაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 52 კვადრატული მეტრია. პროექტის მთავარ ხიბლს ფერთა პალიტრა და ფუნქციური ზონების მრავალფეროვნება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ერთი შეხედვით, მცირე ზომისაა, მისმა მეპატრონეებმა მოახერხეს და ნათელი ფერების, ღია სივრცეებისა და სწორი გეგმარირების დახმარებით თითოეული ზონისთვის საკმარისად ვრცელი ადგილი გამოყვეს.

მისაღებისა და სამზარეულოს ნაწილი გაერთიანებულია და მათ შორის მყარი ტიხრები არ არის გამოყენებული, თუმცა ამ ორი ზონის განცალკევებას შესანიშნავად ახერხებს ოთახის ცენტრში მოწყობილი თაროები, სადაც სივრცეში მცირედი კონტრასტის შემოსატანად ფერადი ჭურჭელი და აქსესუარებია განთავსებული.

ბინის თითოეული ზონა ნაცრისფერ ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი, კედლებსა და ჭერზე დომინანტურ მასალად ბეტონია გამოყენებული, რის ხარჯზეც ბინა ბრუტალისტური სტილის იერს იძენს. სამზარეულო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და სადა, მინიმალისტური ავეჯით, ფუნქციური ზონები კი სივრცეს მოწესრიგებულობისა და ვიზუალური სიდიდის შეგრძნებას ანიჭებს.

პროექტზე მუშაობისას მთავარი ამოცანა მსუბუქი და ჰარმონიული ინტერიერის შექმნა იყო, რაც მისი თავდაპირველი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. სქელი კედლების ნაცვლად, ბინაში ვხვდებით კარადებსა და სათავსოების მრავალფეროვნებას, რაც იდეალური გზაა მცირე სივრცის ასათვისებლად.

გარდა ამისა, ბინა ერთდროულად უნდა ყოფილიყო ვიზუალურად დიდი, თუმცა ჰქონოდა მცირე ზომის საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი კომფორტი და სიმყუდროვეც.

საბოლოო შედეგმა ცხადყო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია სივრცე, მთავარი მასში საკუთარი სტილის, ინდივიდუალური ხასიათისა და ემოციების დამატებაა.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

5 ნივთი თქვენი სახლისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სტილის ინტერიერს დაამშვენებს

როგორ მოვაწყოთ პატარა აივანი – 3 რჩევა ველისგან