in

როგორ მოვამზადოთ ბინა გასაყიდად

უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი ბინა რამდენიმე დღეში იყიდება, ხოლო მეორეს მყიდველები თვეების განმავლობაში უყურადღებოდ ტოვებენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბინის გასაყიდად მხოლოდ მისი ქონა საკმარისი არ არის – საჭიროა სივრცის სათანადოდ მომზადება. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს კონკურენცია ძალიან მაღალია, აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ თქვენი საკუთრება მყიდველისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

ბინის სარფიანად და საკმაოდ სწრაფად გაყიდვის მიზნით, აუცილებელია შემდეგი მოსამზადებელი ღონისძიებების ჩატარება:

  1. ბინის გასაყიდი განცხადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფასს, ზუსტ მისამართს, მონაცემებს მთლიანი საცხოვრებელი ფართის შესახებ, ბინის ფოტოსურათებს, მონაცემებს ტექნიკური დაგეგმარებისა და საცხოვრებელი კორპუსის თაობაზე. განცხადება ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ოთახების საერთო რაოდენობის, ჭერის სიმაღლის, სამზარეულოს და აბაზანის შესახებ. და, რა თქმა უნდა, მითითებული უნდა იყოს გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაცია.
  2. ჩაატარეთ მოსამზადებელი სამუშაოების მოცულობის ობიექტური შეფასება. აღსანიშნავია, რომ ბინის ზოგადი მდგომარეობა მისი გაყიდვის სიჩქარეზე პირდაპირ ზემოქმედებს. თუ ბინა მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, მის გაყიდვამდე მცირედი კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარება სავსებით საკმარისია.
  3. აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას სერიოზული დეფექტები. უმეტეს შემთხვევაში, ეს მოიცავს გაყვითლებული ჭერის გათეთრებას, გაცვეთილი იატაკის განახლებას ან შეცვლას, დაზიანებული შპალერის აღდგენას, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო მოწყობილობებისა და კომპონენტების შეკეთებას, ასევე, ნიჟარის ან აბაზანის მილების გაწმენდას.
  4. გაათავისუფლეთ სივრცე ყველა არასაჭირო ავეჯისა და პირადი ნივთისგან.
  5. ჩაატარეთ საერთო წმენდა.
  6. შექმენით ბინის კომფორტის საწყისი იერსახე. ამისთვის კარგი იქნება, ბინას მეტი სინათლე დაუმატოთ, მყიდველს სახლამდე მოსასვლელ უმოკლეს მარშრუტებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოთ და გაითვალისწინოთ სხვადასხვა დეტალები, რომლებმაც შეიძლება ბინის სრული კომფორტის სურათი გაზარდოს.
  7. ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტი წინასწარ მოამზადეთ.

თუ ზემოხსენებულ თითოეულ მითითებას შეასრულებთ, შეგიძლიათ იმედი გქონდეთ, რომ თქვენი ბინა ნამდვილად სწრაფად და სარფიანად გაიყიდება.

ზღაპრული კოტეჯი ემა აინსკოუს მიერ შექმნილი საიუველირო ყუთის ინტერიერით

ბარსელონაში მდებარე ბინის რენოვაცია – NáBITO Architects-ის პროექტი